7 თავი

227 18 1
                                    

თავი 7

-რააა? -ხმამაღლა წამოვიკივლე. ის ლუისგან ფეღმძიმედაა და ლუის მოუწევს რომ მე დამშორდეს? არა ეს არ მოხდება! მაგრამ მას თან შვილი ეყოლება თან სხვა გოგო იქნება მისი შეყვარებული? ბავშვი ამას როგორ გაიგებს? არა ასე არ უნდა მომხდარიყო. ეს შუეძლებელია!
-კი ასეა- კმაყოფილი სახით თქვა ჰელენმა
-მოგკლავ გეფიცები მოგკლავ- ელვის სისწაფით გავიქეცი და კედელთან მივაყუდე. ხელებს მთელი ძალით ვუჭერდი კისერზე. მინდოდა რომ მომეკლა. ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა ადამიანის მოკვლის სურვილი.
-ანაბელ რას აკეთებ სწრაფად გამოცილდი -ჩემს გსაჩერებლად წამოვიდა ლუი- ის ჩემი შვილის დედაა არ მოგცემ უფლებას რამე დაუშავო -ხელები გამაშვებინა და უკან გამომწია. ვერც მივხვდი ტირილი როგორ დავიწყე. ბლანტმა სითხემ სახე მთლიანად დამისველა. გამოსახულელების გარჩევა გამიჭირდა.
-მერამდენედ? მერამდენედ ლუი? მერამდენედ უნდა მატკინო გული შენი უგუნური საქციელის გამო? შენი შვილის დედა არა? ის გიყვარს ხომ ასეა? მის მიმართ რაღაც გრძნობა გაკავშირებს. არ მინდა ასეთი ცხოვრება! რას ეტყვი ბავშვს რომელიც გაიზრდება? დედაშენი ერთხელ ვიხმარე და შენ გაჩნდიო? მასთან უბრალოდ ვერთობოდი და მე სხვა მიყვარსო? მერე პატარა ამას როგორ გაიგებს?
-დამშვიდდი ანაბელ ყველაფერს გამოვასწორებ. ჩვენ ისევ ერთად ვიქნები ყველაფერი დალაგებდა- ჩემკენ წამოვიდა მაგრამ ხელით შევაჩერე
-არა ლუი 'ჩვენ' აღარ არსებობს. არ მინდა იმ კაცის გვერდით ყოფნა რომელიც სიყვარულს ორ გოგოს უმტკიცებდა. მე უნდა წავიდე. ჰარი მივდივართ- უკან შებრუნება და წასვლა გასავწყვიტე მაგრამ ლუის ხელმა შემაჩერა
-ანაბელ გთხოვ გთხოვ მეორედ ნუ წახვალ, ისევ ნუ დამტოვებ
-ამაზე მანამ გეფიქრა სანამ ურთიერთობას ჰელენთან დაიჭერდი.  -ხელი გავაშვებინე და სახლიდან გავედი. ლუიმ გამოყოლა ცადა მაგრამ ბიჭებმა შეაჩერეს. ყველაფერი უკან დარჩა. ისევ წამოვედი მაგრამ ამ ჯერად უკანასკნელად. შეიძლება შეცდომას ვუშვებდი მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მერჩივნა ლუის პატარას სცოდნოდა რომ მამამის დედამისი უყვარდა და ისინი ერთი ოჯახი იყვნენ. მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ლუის ამ როლის მორგება გაუჭირდებოდა სხვა გზა არ იყო. ამაზე მანამ უნდა ეფიქრა სანამ ჰელენთან დაწვებოდა.
უკვე თვითმფრინავში ვისხედით როცა ხელზე ვიღაცის თბილი ხელის შეხება ვიგრძენი და ფიქრებიდან გამოვერკვიე.
-არ ვაპირებ შენს განსჯას და არც იმას ვამბობ რომ ცუდად მოიქეცი მაგრამ რაც მოხდა ლუის ბრალი არ არის იმ გოგომ ძა....
-ჰარი გთხოვ გაჩუმდი ნურაფერს ამიხსნი. რაც იქ მოხდა არავინ არ უნდა გაიგოს მე უკან დავბრუნდები და ძველი ცხოვრებით ცხოვრებას გავაგრძელებ მაგრამ რაც შეეხება ლუის და მის პატარას... ამას მათთვის ვაკეთებ.
ჰარის ხმა აღარ გაუცია ლოს ანჯელესში მშვიდად ჩავედით. ყველაფრის დავიწყებას ვცდილობდი მაგრამ არ ვიცოდი ეს რამდენად გამომივიდოდა.

სახლში ჩვენი დაბრუნება არავის გაკვირვებია. არც ზედმეტი კიტხვებით შევუწუხებივარ ვინმეს. შხაპი მივიღე და საწოლზე წამოვწექი. ვცდილობდი ერთ დღეს მომხდარი ყველა დეტალი გამენალიზებინა. შეიძლება ის ბავშვი ლუისი არც არის მაგრამ ახლა ამას არარავითარი მნიშვნელობა არააქვს. ყველაფერი დამთავრდა. ჩვენი ურთიერთობა, ოცნებები, მიზნები და სურვილები ყველაფერი ერთმა ახალმა ამბავმა დაამსხვრია. იმედი მაქვს რომ სწორად მოვიქეცი. იმედი მაქვს რომ ლუი კარგი მამა იქნება ბავშვს სწორად ისე გაზრდის როგორც ნამდვილ მშობელს შეეფერება. ალბათ მკვლელობებსაც თავს დაანებებს და ბავშვს საკუტარი საქციელით მაგალითს მისცემს. მიუხედავად იმისა რომ ახლა ლუის გვერდით მე უნდა ვიყო, მისგან შვილს მე უნდა ველოდებოდე და არა ჰელენი ამას მნიშვნელობა აღარ აქვს მთავარია ლუი ბედნიერი იქნება თავის პატარასთან ერთად.

-ჰეი ანაბელ არ ჩამოხვალ? -ოთახის კარები ჰარიმ შემოაღო
-არ მინდა აქ თავს უკეთ ვგრძნობ
-ასე არ შეიძლება -ოთახში შემოვიდა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა- შენ არ ამბობდი ეს ლუისთვის გავაკეთეო? უნდა ეცადო ყველაფერი დაივიწყო და შენი ცხოვრება გააგრძელო. თუ მაინც ლუიზე უნდა იფიქრო რა აზრი ქონდა წამოსვლას?
-ვიცი მაგრამ არ შემიძლია, არ შემიძლია ასე ცხოვრება ლუი მიყვარს მინდა მის გვერდით ვიყო ის კი... -ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით მომდიოდა თვალებიდან. არ მინდოდა ჰარი წინ მეტირა მაგრამ წამოსული სითხის შეკავება ვერ მოვახერხე.
-ჩემთან მოდი- ჰარიმ ხელები გაშალა და მეც აღარ დავაყოვნე. თავი კისერში ჩავუდე და ხელები მოვხვიე.
"ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო, ლუი კი უნდა დავივიწყო"

killers returns || (Completed)Where stories live. Discover now