3 თავი

238 16 0
                                    

თავი 3

რამოდენიმე წუთით ცხელი წლის ქვეშ დგომამ ყოველგვარი დაღლილობა მომიხსნა. ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი ვიბანდი მაგრამ ლუკის ხმის ტონით თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ დავაგვიანე.
-ანაბელ გამოეთრიე -მთელი ხმით ღრიალებდა- შენს გამო ჯემას ვერ წავყევი მისი ძმის დასახვედრად -კარებზე ხელების ბრახუნი დაიწყო- გამოეთრიე თორემ მანდ შემოვალ- კარები მშვიდად გამოვაღე და ჩემი ოთახისკენ წავედი. ლუკი მაშინვე აბაზანაში შევარდა. მალევე გამოვიცვალე და ქვემოთ ჩავედი.
-ოჰ მობრძანდი ანაბელ? რამდენი ხანი გიცდიდა ლუკი- დანანებით თქვა მაიკლმა.
-ჯემა ვინ წაიყვანა? - მისი შეკითხვა დავაიგნორე და სამზარეულოში წვენის ასაღებად შევედი.
-ეშტონმა - მოკლედ მომიჭრა ქალუმმა.
-დიდი ხანია რაც წავიდნენ? -კითხვების დასმას არ ვწყევეტდი
-ალბათ 20წუთი იქნება- ქალუმის წინადადების დამთავრება და კარზე ზარი ერთი იყო.
-მე გავაღებ- კარისკენ გაიქცა მაიკლი.ოთახში ჯემა შემოვიდა უკნიდან კი ვიღაც ბიჭი მოყვებოდა. შავი ტანზე მომდგარი მაისური ეცვა. მოკლე თმა. სახე დამანახა თუ არა მაშინვე გავშეშდი. ჩემს წინ იდგა ბიჭი რომელსაც აქამდეც ბევრჯერ შევხვედრივარ , მაგრამ არა ისეთი როგორიც მახსოვდა. შეცვლილი ქონდა თმის სტილი, იმიჯი.
-ჰარი?- გაკვირვებულმა ვიკითხე. ვერც კი მივხვდი წვენი როდის გამივარდა ხელიდან.
-ფრხილად ანაბელ- ეშტონმა ჩემთან მოირბინა და წვენი აიღო. -რა დაგემართა? -დაბნეულმა მკითხა.
-ის....ეს..... ჰარი... შენ აქ რას აკეთებ?-თვალს ვერ ვაშორებდი. ამდენი ხნის შემდეგ ისევ ვნახე. აღარ მეგონა თუ იმ 'ბანდის' რომელიმე წევრს ოდესმე ისევ ვნახავდი.
-მე.... შენ ცოცხალი ხარ? მე მეგონა იმ აფეთქების დროს...
-ჰარი? -კიბეებზე სწრაფად ჩამოოირბინა ლუკმა.-ეს ნაბიჭვარი აქ რას აკეთებს?შენ არ იყავი ანაბელი რომ ძალით მოიყვანე იმ დაწყევლილ შენობაში ჩემს მოსაკლავად? მას სწორედ შენ აიძულე მოეკლა ადამიანი! უდანაშაულო არსება! აქ რა პირით მოხვედი? ხედავ ორივე ცოცხლები და ჯამრთელები ვართ შენი გეგმა ჩაიფუშა! ახლა კი დაახვიე აქედან -ხელი კრა და კარის სღურბლზე დააყენა.
-მე არ ვიცოდი თუ თქვენთან მოვდიოდი ჯემას არაფერი უთქვამს. ანაბელს კი ახსენებდა მაგრამ საიდან უნდა მცოდნოდა რომ ეს შენ იქნებოდი? -თავის მართლება დაიწყო სტაილსმა. არ ვიცი რატომ მაგრამ გულის სიღრმეში მისი მჯეროდა. მას ჩემი დანახვისას ისეთივე გაკვირვებული სახე ქონდა როგორიც მე მისი დანახვისას. მივედი, ჰარი შიგნის შემოვიყვანე და კარები გადავკეტე.
-დანარჩენები სად არიან? აქ მარტო გამოგიშვეს?- მდივანზე დავსვი და ვეცადე იმ კითხვებზე მიმეღო პასუხები რომლებიც აქამდე უპასუხოდ მრჩებოდა.
-მე აღარ ვარ მათი დაჯგუფების წევრი- მშვიდად თქვა და თვალებში ჩამხედა.- მას შემდეგ რაც შენ 'გაქრი' ლუი ადამიანს აღარ გავდა. როგორც წესი ყოველ თვეში სათითაოდ დავდივართ და თითო თითო ადამიანს ვკლავთ. ლუიმ კი ყველას მოკვლა ითავა.
-ეს რას ნიშნავს? კი მაგრამ ლუი.... მას ადამიანის მოკვლა არ შეუძლია ის ამ საქმეს ყოველთვის სხვას აბარებდა ხოლმე- დაბნეული მივაჩერდი ჰარის. მის თვალებში იმედ გაცრუება იგრძნობოდა. 'ლუი თავის თავს აღარ გავდა' ამ სიტყვებმა ბოლო მომიღო.
-მთელი თვის მანძილზე ლუი დადიოდა მკვლელობებზე. რათქმაუნდა ჩვენც დავყვებოდით მაგრამ 'საქმეს ის ასრულებდა' ისე რომ თვალსაც აღარ ახამხამებდა. უწინ კი მახსოვს ხელიც კი უკანკალებდა...
-არა! არა! ჩემი ლუი ასეთი არ არის! ის კეთილი და მოსიყვარულე ადამიანია! ამას არ გააკეთებდა. მას ცხოველის მოკვლაც კი არ შეეძლო წესიერად და შენ მეუბნები რომ ადამიან თვალის დაუხამხამებლად კლავდა? -ფეხზე წამოვხტი, საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. არ მინდოდა იმის დაჯერება რასაც ჰარი ამბობდა.
-შენი ლუი?- ირონიულად ჩაიცინა- მიუხედავად იმისა რომ უყვარდი და ალბათ დღემდე უყვარხარ, ლუის ცხოვრებაში ახალი გოგო გამოჩნდა. მასზე ამოდის მზე და მთვარე თუ როგორც ამბობენ. ხშირად იმეორებს რომ ჰელენმა მისი ცხოვრება შეცვალა რომ ძველი ტკივილი დაავიწყა. ღამით ზის და ტირის როცა ჰელენს ძინავს... მე მხოლოდ ერთხელ დავინახე მაგრამ როგორც ბიჭები ამბობენ ამას ხშირად აკეთებს. ფიქრობს რომ ჩვენ გვატყუებს მაგრამ არა! ყველა ყველაფერს ხვდება იმ სულელი გოგოს გარდა.
-რააა? ლუის სხვა შეუყვარდა? ლუის... ის.... არა.... -როცა სახეზე თბილი სითხე ვიგრძენი მაშინ გავათვიცნობიერე რომ ვტიროდი.
-ჩუუუ... დამშვიდდი ნუ ტირიხარ. ლუის ისევ უყვარხარ და ენატრები ასე რომ არ იყოს შენ გამო ყოველ ღამე არ იტირებდა.- ფეხზე წამოდგა და გულში ჩამიკრა. ისე მეფერებოდა და მამშვიდებდა როგორც დედა ამშვიდებს ხოლმე თავის პატარა შვილს. -ის გოგო მხოლოდ მისი დროებითი გასართობია. არ ვიცი მაგრამ შეიძლება უკვე დაშორდა კიდეც.
-შენ რატომ წამოდი? -ცრემლები მოვიწმინდე და ისევ მდივანზე დავჯექი.
-იმიტომ რომ ამდენ სიცრუეში და სიყალბეში ცხოვრება აღარ მინდოდა. გარდა ამისა ლუი ჩემზე დღემდე გაბრაზებულია და ხმას არ მცემდა. შენს სიკვდილში მე მადანაშაულებდა და ასეც არის. მე გაიძულე ლუკის მოკასლავად წასვალა მაგრამ დამიჯერე ეს ჩემი ნებით არ გამიკეთებია. ერთი შეხედვით აკბათ ისე ჩანს თითქის 'თავისუფალი ბანდა' ვართ მაგრამ ჩვენც გვყავს უფროსები რომლების ბრზანებასაც ვემორჩილებით.
-რაც არ უნდა 'თავისუფალი ბანდა' გერქვას მაინც გიწევს ვიღაცას დაემორჩილო რადგან ეს თუ არ არის ხელისუფლებაში მყოფი ან ვინმე ვისაც ასეთი რაღაცეები ევალება ლიდერი ბანდაში მაინც გამოიკვეთება , რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს.-საუბარში ლუკიც ჩაერთო.
-მისმინე ანაბელ შენ ლუის ისევ უყვარხარ და თუ დაბრუნდები ის ისევ ისეთი იქნება როგორიც ადრე იყო. ნუთუ არ გინდა ძველი ლუი დააბრუნო?-იმედის თვალით შემომხედა მაგრამ უკან დაბრუნება აღარ მინდოდა. აღარ მინდოდა მეც ისევ მათი ნაწილი ვყოფილიყავი. ვიღაცის პირადი ინტერესების გამო ადამიანი მომეკლა და ამაში ფული ამეღო.
-მე ძველ ცხოვრებას დავუბრუნდი ჰარი ისევე როგორც შენ. აღარ მინდა მკვლელი მერქვას. მე არ ვარ მკვლელი!

killers returns || (Completed)जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें