going back to home

223 16 0
                                    

კაფედან გამოსულს სულ ეს სამი სიტყვა ჩამესმოდა ყურებში, გონება ვეღარ ფუნქციონირებდა, ნუთუ უბრალოდ ყველაფერი ასე დასრულდა, ნუთუ უბრალოდ ასე წავიდა

ამ ფიქრებში გართულმა სახლში მივედი თუ არა ძირს დავემხე, არაფრის ძალა მქონდა ისიც კი გამიკვირდა როგორ მოვაღწიე სახლამდე, საშინლად ვიყავი დაღლილი ამ ცხოვრების სიურპრიზებით, ამდენი აღარ შემეძლო

თავს ძალა დავატანე და წამოვდექი ოთახში შევედი და პირდაპირ საწოლზე წამოვწექი, გოგონები სახლში არ იყვნენ რაც მახარებდა, რადგან ასეთს ვერ დამინახავდნენ, ამ ფიქრებში გართულმა ვერც მივხდი როგორ ჩამეძინა, მაგრამ ფიქრებმა ძილშიც შემოაღწია და სიზმრები კოშმარად მექცა

ზეინ p.o.v
დილით ადრე წავედი სამსახურში რადგან შარლოტას ნახვა მინდოდა, რაც არ უნდა ვცადო თავიდან ვერ ვიგდებ, ისიც არ ვიცი ვინ არის და რას წარმოადგენს, ეს გამახსენდა თუ არა ,, როგორი სულელი ვარ" ტელეფონი ავიღე
- ლიამ შენი დახმარება მჭირდება
- შენი ასეთი საუბარი მიგვანიშნებს რომ სასწრაფოა
- მინდა შარლოტა ჯეინზე ინფორმაცია მომიძებნო, სად ცხოვრობდა?, რას აკეთებდა?, რაც მთავარია მამამისზე მომიძიე ინფორმაცია
- კარგი ძმაო, ფაილებს რაც შეიძლება მალე გამოგიგზავნი
- გელოდები - გავუთიშე თუ არა მანქანა შენობის წინ გავაჩერე, ჩემს კაბინეტისკენ წავედი და გზაში დავაბარე რომ შარლოტასთან შეხვედრა მინდოდა, ჩემს საქმეში ვიყავი გართული როდესაც მდივანმა მოვიდა და მაცნობა რომ შარლოტა დღეს არ მუშაობდა
- მიზეზი რა არის არ უთქვამს - ვკითხე რაზეც მხოლოდ თავი გააქნია
- კარგი შეგიძლია წახვიდე - თავი დამიქნია და წავიდა, მე კი დავრჩი ჩემს ფიქრებთან სადაც მხოლოდ შარლოტა და მისი მწვანე თვალები იყო

შარლოტა p.o.v
არ მახსოვს რამდენი ხანი მეძინა მაგრამ როგორც კი ვიგრძენი სიცივე და წამებში წამოვვარდი ფეხზე
- რა ჯანდავა ხდება - ვყვირი ბოლო ხმაზე რაზეც კლერის და ნორიას სიცილი მესმის მათკენ ვიხედები და ვანიშნებ რომ მკვდრები არიან
- მე ნუ მიყურებ ეგრე მისი იდეა იყო - ნორია მე მიბრუნდება
- კარგი რაა, ასე უნდა გამწიროო - კლერი მას უბრუნდება
- ერთი მიზეზი მაინტერესებს რატომ გამაღვიძეთ ამ შესანიშნავი გზით
- შენ რა?, დაგავიწყდა?, დღეს ხომ ერთად ვაპირებდით წასვლას საშოპინგოდ - ნორია მიბრუნდება
ახლა გამახსენდა, დღეს ხომ მაგის გამო არ წავედი სამსახურში, ხელს თავში ვირტყავ
- ერთი წუთი მომეცით და წავიდეთ - რაზეც ნორია თავს მიქნევს

MENTALISTWhere stories live. Discover now