warning

144 13 2
                                    

ვიცი როგორც არის ზეინი, მაგრამ ის რასაც მასთან ერთად ახლა აკეთებდა გულის ამრევი იყო, ნუთუ ამ გოგოსაც არ ეყო ამდენი პატივმოყვარეობა
ჩემს დანახვისთანავე ერთმანეთ დენდარტყმულივით მოშორდნენ, გოგონა დარცხვენილი მიყურებდა რასაც ზეინზე ვერ ვიტყოდი
- ჩემი ნუ გრცხვენიე, ჩვენს შორის არაფერი ხდება - ვუთხარი მე, რაზეც თავი აიღო და მე შემომხედა, მკვეთრად გამიღიმა რაზეც მე იგივეთი ვერ ვუპასუხე, საშინლად ნერვებს მიშლიდა, მაგრამ მას ვერ დავადანაშაულებ ის ხომ მომხიბლელი კაცის მსხვერპლი გახდა როგორც მე
- ზეინ, შიძლება ვისაუბროთ - ვეუბნები მშვიდათ, და გოგონაზე ვანიშნებ
- ჰეილი, შეგიძლია დაგვტოვო?- მკვეთრად უღიმის, რაზეც ირონიულად მეღიმება, გოგონამ სახელად ჰეილიმ ერთხელ კიდევ შემომხედა და თავის დაკვრით გავიდა
- აბა რაზე გინდა საუბარი - მშვიდად მეკითხება ზეინი
- ჩემი საკუთრებას ხელი რატომ დააკარე - ჩემს ნათქვამზე იცინის
- ვერ გავიგე რაზე საუბრობ - ნუთუ მართლა აპირებს ჩემთან თამაშს
- კარგი რა ზეინ, ჩემთან თამაში შეწყვიტე და სიმართლე მითხარი - ჩემს ნათქვამზე სახიდან ღიმილი უქრება, თვალებში იმ სიცივეს ვხედავ რომელიც მე გამოვიწვიე
- კარგი, როგორც გინდა, შენი ყველაფერი გავაქრე რაც კი უნდა ყოფილიყო, რადგან მინდოდა რომ ამომეშალე აქედან, დაკმაყოფილდი ახლა - არა უფრო მეტის გაგება მინდოდა, მაგრამ აქ გავჩერდი
- კარგად ვიცი რატომაც აკეთებ ამას,  რატომღაც უკეთესი მეგონე 
- როგორც ჩანს არ ავღმოჩნდი ის ვისაც ეძებდი - თან მისი ირონიული ღიმილი აიკრა
- იქამდე არ დაეცე რომ შემდეგ ინანო, ზეინ მალიკ, რადგან ამ ცხოვრებამ დანდობა არ იცის - ამას ვამბობ და ვბრუნდებიკარების გახსნას ვცდილობ როდესაც ის მაჩერებს და ზედ მაკრავს
- ჩემზე რატომ ღელავ? ყოველთვის რატომ ცდილობ რომ ჭკუიდან გადამიყვანო? - მისკენ ვბრუნდები თუ არა, ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ერწყმის, მისი გემრიელი ტუჩემი ჩემსას ერწყმის, ისევ ვერ ვუარყავი ისევ ვერ გავუძელი და კოცნაში ავყევი, რაზეც კმაყოფილმა გაიღიმა, ნუთუ მას არ ესმოდა რომ ეს ყველაფერი საფრთხეში ჩააგდება, ჩემთან ყოფნა საფრთხეში ჩააგდებდა, ხელი წელზე მომხვია და მასზე მიმაკრა, მეც პარტნიორობა გავუწიე, ხელები ყელზე მოვხვიე და თმებში შევუცურე ისე მინდოდა კიდევ შემეგრძნო მისი ტუჩების გემო მაგრამ ერთმანეთს დავშორდით, რამოდენიმე წუთი ერთმანეთს ვუყურებდით, ბოლოს ის სიამოვნებაც დასრულდა რასაც მისი მოციმციმე თვალები მიკეთებდნენ რადგან, ის ცეცხლი დავინახე რომელიც შურისძიებით იყო სავსე, მან ახლახანს გამომიყენა, ეს როგორ ვერ მივხდი, ძალიან გაბრაზებული ვიყავი საკუთარ თავზე რომ ამ ანკესზეც წამოვეგე, ტაშის კვრა დავიწყე
- ყოჩაღ მალიკ, უკვე გისწავლია, ყოჩაღ, მე უბრალოდ მინდოდა დამეცავი, მაგრამ თვითონ ეფლობი ჭაობში- ჩემი სიტყვებით გაკვირვებულმა და დაბრაზებულმა ყვირილი დაიწყო
- რას ბოდავ ოდესმე გამარკვევ
- საქმეც მაგაშია მალიკ, უნდა მიცნობდე რომ გაიგო - წასვლა დავაპირე როდესაც ისევ შემაჩერა
- სანამ რამეს არ ახსნი აქედან ფეხს ვერ გაადგამ - მისკენ მაბრუნებს და მთელი სიმკაცრით მეუბნება, ამ დროს კი ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა და გამეცინა ეს ცხოვრება რა ირონიულია
- რა გაცინებს - მეკითხება უფრო გაბრზებული ტონით
- შენი სიტყვებით ვერ შემაშინ ზეინ, ეს უკვე გითხარი - მე სიტყვას უკან ვუბრუნებ ხელს მისი მკლავიდან ვითავისუფლებ და კარებს ვაღებ, უკან ვბრუნდები
ბოლოჯერ ვუყურებ თვალებში და იქაურობას ვტოვებ, გარეთ გასულს გზაში ჰეილი მხვდება
- ერთი წუთით, შეიძლება - ჩემსკენ მოდის
- რამე დახმარება გჭრდება? - მეც შედარებით მკაცრად ვეკითხები
- უბრალოდ მადლობის გადახდა მინდა და ასევე მეკითხა -
- მე და ზეინი ერთად თუ ოდესმე ვყოფილვართ და არა, არ ვყოფილვართ, ახლა ყველაფერი გასაგებია? - ჩემი უხეში ტონით მეც გაკვირვებული დავრჩი, მაგრამ ეს გოგო ნამდვილად ბოზივით იქცეოდა(ცუდი სიტყვების გამოყენება არ მიყვარს)
- რატომ ხარ ჩემს მიმართ ასეთი უხეში
- ნამდვილად გინდა რომ მიზეზი იცოდე - მან მხოლოდ თავი დამიქნია
- არ ჩანხარ ის გოგონა რომელიც რამოდენიმე დღის წინ გატაცებული ჰყავდათ, მე ის ვერ გავიგე ასე ადვილად როგორ გამოხვედი მდგომარეობიდან - ნამდვილად მაინტერესებდა
- როგორც ჩანს ბატონი ზეინი  დამეხმარა და უბრალოდ მადლობის გადახდა მინდოდა - როდის მერე გახდა ზეინი დედა ტერეზა
- შენი საქციელი ნამდვილად მადლობის გადახდას ასახავდა - ირონიული ღიმილით ვამბობ
- რა- სიტყვას იწყებს მაგრამ ვაწყვეტინებ
- კარგი ჰეილი, უნდა წავიდე, მშვიდობიან დღეს გისურვებ - ,,თუ გექნება" ჩემს გონებაში ვასრულებ წინადადებას, ჰეილის იქვე გაკვირვებულს ვტოვებ და სახლის გზას ვადგები

MENTALISTWhere stories live. Discover now