Blind

154 14 0
                                    

შარლოტა p.o.v
დილით ადრე ბრის ხმა მაღვიძებს
- იმედია ჩემი გაღვიძების მიზეზი გაქვს - ვეუბნები ისევ მძინარე
- კი, მაქვს, ზეინი აქ არის - მისი სახელის გაგონებისთანავე ფეხზე ავდექი
- მეხუმრები არა - ბრის სახით მივხდი რომ სახუმაროდ არ ქონდა საქმე,
- შენს თავს ნუ იდანაშაულებ, ვიცი რომ თვითონ გადაწყვიტა, შენ მას ვერ შეაჩერებდი - ჩემი ნათქვამით გახარებული, მოდის და მეხუტება
- კარგი ახლა ეს ყველაფერი გაიხადე, შხაპი მიიღე მე კი სამზარეულოში გელოდები - მხოლოდ თავს ვუქნევ და სააბაზანოში შევდივარ

სამზარეულოში ჩასუსლს ლუიც მხვდება რომელიც ყავას მიირთმევდა და ბრის უცქერდა
- ძილისგუდას როგორ ეძინა - ლუიმ ჩემს დანახვისთანავე გამიღიმა, რაზეც თავი ვერ შევიკავე და მეც იგივე მიმიკით ვუპასუხე
- შესანიშნავად, მადლობა ორივეს რომ დარჩენის უფლება მომეცით - მასთან მივდივარ და ჩემს ჩაის მივირთმევ
- გოგოებმა დარეკეს, მკვდარი ხარ - ბრი მე მიბრუნდება, რაზეც მხოლოდ თავს ვაქნევ
- დამიჯერე უარესიც მომხვედრია - ამაზე მხოლოდ ჩუმად ვიცინით, ისე ვიყავით საუბარში გართული რომ ვერც კი შევამჩნიე სხეული რომელიც ჩემს უკან იდგა და ამ ყველაფერს აკვირდებოდა
- დილამშვიდობისა - ამ სიტყვების გაგონებისას გავიყინე, მთელი სხეული იმ შიშით დაიფარა, რომელსაც მისი თითოეული ქცევა იწვევდა
ლუისთან მივიდა და გვერდით მიუჯდა, ბრის გავხედე რომელმაც, სევდიანი თვალებით შემომხედა, მეც ვანიშნე რომ არაფერი იყო
- აბა, რაზე საუბროდით
- არაფერს, უბრალოდ, შარლოტას ცუდად აქვს საქმე როდესაც სახლში მივა - ლუის ნათქვამზე ზეინმა ხელები მომუშტა
- პირველ რიგში თუ მივაღწევ - ჩემს ნათქვამზე ყველას გვეცინება ზეინის გარდა
- ზეინ კარგი რა გუშინდელის შემდეგ არ გაგიცინია გაიღიმე - ეუბნება ლუი
- მაპატიე, უბრალოდ, ვიღაცამ ამის სურვილი წამართვა - ანუ მე მადანაშაულებს მისი საქციელის გამო
- იქნებ ბრმა რომ არ იყო, არც წაგართმევდა - ვამბობ ისე რომ არავის ვუყურებ, რაზეც ყველას გაკვირვებულ სახეს ვიღებ
- ანუ იმას ამბობ რომ ბრმა ვარ და შეგიძლიათ განმანათლოდ - უკვე თავდასახმას იწყებდა მეკი დღეს ნამდვილას არ მაწყობდა, ფეხზე წამოვდექი
- შენთან ამ სისულელის გამო ჩხუბს არ ვაპირებ, მე ხომ არავინ ვარ, ჩემი აზრი რატომ არის მნიშვნელოვანი შენთვის - ჩემს ნათქვამზე უფრო ბრაზდება, ისიც ფეხზე დგეაბა და ჩემსკენ მოდის
- ანუ გაიგონე მე რაც ვუთხარი, შენ რა ეჭვიანობ - მკითხა, მის ხმაში ბრაზის ერთად იგრძნობოდა თუ როგორი კმაყოფილი იყო
- შენ გინდა რომ ვიეჭვიანო? - ვთქვი თუ არა ზემოთ ავიხედე სადაც ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, ვხედავდი როგორ თამაშობდა მის თვალებში ცეცხლი, რომლებსაც უხაროდათ ჩემი ეჭვიანობა და ყველაის სიტყვა რომელსაც ამაზე წარმოვსთქვამდი
- არ ვიცი რა გინდა, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში, შენც და ჩემი გრძნობებიც მეორეხარისხოვანი ხართ - ჩემს ნათქვამზე დავინახე თუ როგორ ჩაქრა ცეცხლი, ის წყენა რასაც მის თვალებში ვხედავდი მფლეთდნენ, მაგრამ ასე იყო და უნდა ყოფილიყო, ის ჩემთან ბედნიერი ვერ იქნებოდა
ბოლოსდაბოლოს ზეინს და მის თვალებს ვშორდები, ბრის და ლუის ვემშვიდობები და მივდივარ

MENTALISTOù les histoires vivent. Découvrez maintenant