Home, sweet home??

184 14 2
                                    

შარლოტა p.o.v
არ მინდოდა უკან დაბრუნება, მაგრამ თავს ვალდებულად ვგრძნობდი, ამას შინაგანი ხმა მეუბნებოდა და მეც მას მივყვებოდი
არ მახსოვს რამდენი ხანი ვიმგზავრეთ უბრალოდ, დაკარგული ვიყავი იმ ფიქრებში რომლებიც ბოლოს მიღებდნენ, მთელი ორი წელი ვფიქრობდი ამას და არასოდეს მეგონა რომ ასეთი მიზეზის გამო მოვიდოდი აქ, სახლის წინ ვიდექი და ფეხს ვერ ვდგამდი, ნაბიჯის გადასგმის მეშინოდა, მეშინოდა რომ ისევ ისე დამხვდებოდა, მეშინოდა რომ მის სახეს რომ ვერ დავინახავდი ჩემს თავს ვერ გავაკონტროლებდი ,,მაგრამ ზოგჯერ კონტროლის დაკარგვაც კარგია" ვამხნევებდი ჩემს თავს ამ სიტყვებით

სახლის კარი გავხსენი და ყველაფერი ისეთი დამხვდა როგორიც იყო, ისევ ისეთი სუნი დასდევდა, ,,დედიკო" მხოლოდ ეს ერთადერთი სიტყვა ამოტივტივდა იმ ბნელ ადგილიდან რომელსაც ამდენი ხნის გამნავლობაში ვმარხავდი ჩემს თავში, გონებაში, სულში და ტანში, მე ის აღარ მყავდა, მან მე დამტოვა, ამ ფიქრებში გართულმა ვერკი გავიაზრე როგორ წამოვიდა ჩემი თვალებიდან ის ცრემლები რომლებსაც მთელი ეს დღეებია ვიკავებ, ზეინს ვგრძნობდი თუ როგორი მზერით მიყურებდა, არ ვიცი ახლა რას ვხედავდი მის თვალებში, რადგან ეს ყველაფერი მაბრმავებდა, წარსულის გარდა ვერაფერს ვხედავდი, ზემოთ სვლა დავიწყე და იმ ოთახს მივადექი, სადაც ჩემი ცხოვრების უდიდესი ლაქა იყო, სადაც ყველაზე მეტად არ მინდოდა შესვლა, მაგრამ უნდა შევსულიყავი, ეს უნდა გამეკეთებინა სახელურს ხელს ვადებ და გახსნას ვიწყებ როდესაც დიდი ხელი მაჩერევს
- დარწმუნებული ხარ, რომ მზად ხარ
- ამას ახლა გავიგებთ - არაფერს ამბობს, მხოლოდ ხელს მიშვებს საპასუხოდ, მეც კარებს ვაღებ და ისევ ის სურათი მხვდება რომელიც ორი წლის წინს შემეგება,
(ზემოთ სურათზე გახლავთ რაც დაინახა)
ოთახს თვალი მოვავლე, არაფერი შეცვლილა, ისევ, ,,როგორც ჩანს მამაჩემი აქ ერთხელაც არ მოსულა" ამის გაფიქრებამ გული უფრო დამიმძიმა, ამდენის ატანა აღარ შემეძლო, ზეინისთვის არც შემიხედავს ისე დავტოვე აქაურობა და გარეთ გავვარდი, მუხლებზე დავეცი და ყველა ის გრძნობა ამოვამნთხიე რომელიც აქ მოსვლის შემდეგ სისხლს მიწამლავდა, ისე ვიყავი ჩაფლული ამ გრძნობებში, ვერც კი გავიაზრე ის ხელები რომლებსაც მთელი ამ დროის გამნავლობაში, ჩემს გვერდით იყვნენ და მამშვიდებდნენ
- არ მეგონა ასე თუ მატკენ ის ადამიანი რომელიც, ჩემი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია
- როგორც შენ ისიც განიცდის ამას, უბრალოდ ის შენსავით, მამაცი არ არის
- არ ვარ მამაცი, მშიშარა ვარ, ორი წელია ამ ყველაფერს გავურბი, აქ ამ მიზეზით რომ არ ჩამოვსულიყავი, არც აქ მოვიდოდი
- უნდა გესმოდეს რომ შენ ახლა ის დრო გააღვიძე როდესაც ყველაზე მეტად გტკიოდა, ამიტომ დავრმავებულს, შენს თავს ნუ იდანაშაულებ იმაში რაც არ გაგიკეთებია - მხოლოდ მას შევყურებდა და მის შავ-ბნელ თვალებში ვიკარგები, ,,ნეტავი ყოველთვის ასეთი იყო" ჩემს ფიქრებზე მეცინება და მის მკლავებში ვდენები, ჩემი საქციელით ცოტა გაკვირვებულმა ხელები, ძლიერად მომხვია, მე კი მის გულის გეთქვით ვტკბებოდი და სურნელით ვიკვებებოდი, მისი სურნელი მიყვარდა, ის ხომ ყველა იმ დარდს მავიწყებდა, უბრალოდ რამოდენიმე ხანი ასე ვიყავით, სანამ ხმა მე არ ამოვიღე და ეს სიმყუდროვე არ დავარღვიე
- ზეინ მინდა ერთ ადგილზე წავიდეთ - თავს მისი ხელებიდან ვიძვრენ და მას ვუყურებ მთელი ინტერესით თუ დამეთანმება
- იმედია იქაც ტირილს არ აპირებ - მის ნათქვამზე გამეღიმა, მხოლოდ თავი გავაქნიე
- დამიჯერე რომ მივალთ, არ ინანებ - ის მხოლოდ დადებითათ თავს მიქნევს რაზეც მანქანისკენ მივდივართ, ბოლოჯერ უკან ვიხედები და გზას ვაგრძელებ, მანქანაში მისულს ზეინი გასაღებს ეძებს
- რა მოხვდა
- გასაღებს ვერ ვპოულობ - ბოლოს ხელს მაღლა ვიღებ და გასაღებს ვაჩვენებ
- მე ვატარებ - ვამბობ მტკიცედ ამაზე,  იცინის
- და რა იცი რომ უფლებას მოგცემ, მანქანა ჩემია
- მაგრამ გასაღები მე მაქვს - მასთან მივდივარ - ამ ერთხელ გთხოვ - საწყალი თვალებით ვუყურებ
- კარგი ამ ერთხელ - ხელით მანიშნებს რომ მანქანაში ჩავჯდე


MENTALISTTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang