Winner

117 10 0
                                    

ერთ წერტილს მივჩერებოდი და არაფერი მესმოდა

არ ვიცი როდის მოვიდა პოლიცია, ან საერთოდ ვინმე თუ არსებობდა ამქვეყნად

არავის და არაფრის აღთქმა არ შემეძლო

მხოლოდ ერთ წერტილს მივჩერებოდი და იმ ყველაფერს ვიხსენებდი რაც გადამხდა

- მამიკო

ჩუმად მოსწყდა ჩემს ბაგეებს ის სიტყვა რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა

მისი ჟღერადობა ჩემს ყურებში

მისი გამოთქმა

და ის შეგრძნება რომელიც ეს სიტყვა იწვევდა ჩემში

- მამიკო

ისევ წარმოვთქვი

რატომ, ვიძახდი იმ სიტყვას რომლის პასუხსაც ვერასდროს მივიღებდი?

შეიძლება იმიტომ რომ მისი ბოხი და სევდიანი ხმა გამეგო

შეიძლება იმიტომ რომ ისევ მეგრძნო რომ ვარსებობდი

შეიძლება იმიტომ რომ მინდოდა ისევ მიმეგო ის პასუხი რომელსაც წლებია ველოდი

შეიძლება იმიტომ რომ სიმართლის დაჯერება არ მინდოდა

ადამიანის ასეთი მდგომარეობა თუ არსებობდა არ მეგონა

მდგომარეობა რომლის დროსაც, გული ხელში გიჭირავს მაგრამ ის მაინც ფეთქავს

მდგომარეობა რომლის დროსაც, ფიქრობ დრო დაჩერდება და ჩაგყლაპავს, მაგრამ ის მაინც გრძელდება

მდგომარეობა რომლის დროსაც, ვერაფერს, მაგრამ ასევე ყველაფერს გრძნობ

- შარლოტა

როდესაც მეგონა რომ მეც მოვკდი და ყველაფერი დასრულდა

მისმა ანგელოზის ხმამ გონს მომიყვანა და ძირს დაცემას მიხსნა

- ზეინ

ჩუმად წარმოვთქვი მისი სახელი

MENTALISTWhere stories live. Discover now