I missed you

133 11 0
                                    

მენატრებოდა, ამ დროის გამნავლობაში მენატრებოდა, მე კი ამას არ ვაღიარებდი, უბრალოდ არ ვაღიარებდი, რატომ არ მაძლევს სიამაყე ამის საშუალებას

- მაპატიე

ამ ერთმა სიტყვამ მაიძულა ის მეთქვა რაც ამ დროის განმავლობაში მჭირდებოდა

- I missed you dad - ვიგრძენი გული როგორ აუჩქარდა, ხელები მოვხვიე და უფრო ავეკარი

- მეც მომენატრე - მალე მისი ხელებიდან თავი დავიძვრინე, მოვშორდი და იქვე ჩამოვჯექი. დიდი დრო სიჩუმეში იდგა, არც ერთი არ ვარღვევდით ამ საშინელ მყუდროებას, როგორც ჩანს მე უნდა დამეწყო საუბარი

- რატომ არ მითხარი რომ ჩამოდიოდი?- როგორც იქნა ხმა ამოვიღე და შეხედვა გავბედე

- მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა - მეუბნება მშვიდათ, არაფრისმთქმელი თვალებით
- კარგად იცი რომ ვერ მომატყუებ - ჩემს ნათქვამზე ჩაეცინა, ნუთუ ასე შეიცვალა

- შეიცვალე - ვამატებ რაზეც ღიმილი ნელნელა უქრება და ტკივილნარევი თვალებით მიყურებს

- მასე გგონია?

- ვხედავ როგორ ზრუნავ იმ ადამიანებზე რომელებიც შენთვის მნიშვნელოვანია, ეს კი მახარებს, ადრე ასეთი არ იყავი

ჩემმა ნათქვამმა ნამდვილად იმოქმედა, მისი სახის გამომეტყველება შეიცვალა და თვალებში ძველი სხივი დაუბრუნდა

- კარგია თუ გიხარია - მეუბნება თბილი ტონით, ის სრულიად შეცვლილია, ,,ეს ყველაფერი კი ლიზბონის დამსახურებაა" ჩემს ფიქრებზე მეღიმება

MENTALISTWhere stories live. Discover now