choise

153 13 0
                                    

თავს საშინლად ვგრძნობდი, ნუთუ მის მიმართ ასეთი მყარი გრძნობები გამიჩნდა, მაგრამ სამყარო ასეთი სასტიკია ჩემს წინააღმდეგ, მე ხომ მის გვერდით არ შემეძლო და ამის უამრავი მიზეზი მქონდა, თანდათან სურვილი მიჩნდებოდა იმის რომ თავი მომეკლა და ყველაფრისთვის ბოლო მომეღო, მაგრამ შემეძლო?
არა
არ შემეძლო ასე უბრალოდ წავსულიყავი როდესაც მეცოდინებოდა რომ მათ ყველაფერი შესჩებოდათ, ამას ნამდვილად არ დავუშვებდი, როგორც დედა ისე ყველა დაღუპულის სახელით უნდა მეპოვნა და მისთვის ბოლო მომეღო

ახლა ჩემი გრძნობები მეორეხარისხოვანი იყო, არ უნდა მიმეცა უფლება დავებრმავებინე
განცხადებით ხელში მივდივარ ზეინის კაბინეტში, კარებზე ვაკაკუნებ და პასუხის შემდეგ შევდივარ
- როგორც მახსოვს გითხარი არ მოსულიყავი - ჩემთვის არც შემოუხედავს ისე დაიწყო საუბარი
- განცხადების თაობაზე მოვედი - ჩემს ნათქვამზე თავი ფურცლებიდან ამოიღო
- შემიძლია გავიგო რის თაობაზე - ჩემს ხელზე მანიშნა, მეც ფურცელი მის წინ უხმოდ ვდებ, წაკითხვის შემდეგ, მე მიყურებს და მშვიდად წარმოთქვამს
- რატომ ტოვებ სამუშაოს
- არ შემიძლია ამის თქმა - ვეუბნები ძალიან ჩუმად, მეც კი გამიკვირდა როგორ გაიგონა
- რას ნიშნავს არ შეგიძლია ამის თქმა - ხმას უწევს და დგება - ვიცი რომ რაღაც ხდება, რატომ არაფერს მეუბნები - მაგიდას შორდება
- მე შენ გითხარი ეს შენი საქმე არ არის და რომ არავის ჩათრევა არ მინდა - ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოვიღე, მაგრამ ძალიან შევცდი რადგან ის უკვე ჩემს წინ განრისხებული იდგა და მისი დამატყვევებელი მზერით მიმზერდა, მის მზერაში ცოტაოდენი სევდა შევამჩნიე ნუთუ ეს ჩემი წასვლის მიერ იყო გამოწვეული,
- ზეინ - ჩუმად წარმოვთქვი ის ოთხი ასო რომელიც ჩემი გულის ცემას აჩქარებდა,
- შენი ხმა, შენი სუნთქვა, - მისი გამჭოლი მზერით მწვავდა, ხელი სახეზე დამადო
- ოდესმე საკუთარი თავის გარდა სხვაზე ფიქრობ?- მისმა კითხვამ დამაბნია, რადგან ახლა მხოლოდ მასზე ვფიქრობდი და ამ გადაწყვეტილებას მის საკეთილდღეოდ ვიღებდი,
- მე საკუთარის თავის გარდა ყველაზე და ყველაფერზე ვფიქრობ - ჩემი პასუხით გაკვირვებულმა, მეორე ხელიც სახეზე დამადო და მისი კარამელისფერი თვალები მთელი ინტერესით შემომანათა
- ზეინ გ-გთხოვ - მის ხელებში ვდნებოდი ამდენი არ შემეძლო
- რას მთხოვ - მისი თვალები ჩემს ტუჩებზე გადავიდა, ნუთუ ის ასე მინდოდა, ნუთუ მასზე ასე გავხდი დამოკიდებული, ისე ვიყავი ამ გრძნობებში გახვეული რომ ბოლოს შევამჩნიე თუ როგორ შევუერთე ჩვენი ბაგეები ერთმანეთს, მისი ტუჩები ამ სამყაროს ყველაზე გემრიელი ხილი იყო, რომელიც არასდროს მეგონა თუ არსებობდა, ისე მომწონდა მისი თითოეული შეხება, მაგრამ უცებ გოგონა გამახსენდა რომელმაც მისი ეს უგემრიელესი ტუჩები გასინჯა, ამის გახსენებისთანავე დენდარტყმულივით მოვშორდი, ხელები ტუჩებზე მივიდე და კანკალით წარმოვთქვი ის სიტყვები რომლებიც გულს მიფლეთდენ
- ეს არასწორია, ეს ყველაფერი არასწორია
ზეინისკენ ვიხედები რომლის თვალებშიც სევდა და ტკივილი ჩანს, რომელიც ჩემს თვალებშიცაა არეკლილი, უცებ ჩემს წინააღმდეგ გრძნობებმა აჯანყდნენ და ტირილი დავიწყე
- შარლოტ - არ ვაცადე ისე დავიწყე
- რა გინდა რომ გავაკეთო ზეინ, გინდა რომ შენს გვერდით ვიყო, როდესაც შენთვის არაფერი ვარ - ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი
- მე არ ვარ ვგავარ იმ გოგონებს რომლებსაც ხვდებოდი, ამიტომ შეიგნე რომ ასე უბრალოდ ვერ მეტყვი რომ დავრჩე, შენ უფლება რომც არ მომცე მე მაინც წავალ - ბოლოჯერ ვუყურებ მის ულამაზეს თვალებს რომლებიც ჩემთვის სამყაროა, ოთახს მთელი სისწრაფით ვტოვებ

MENTALISTWhere stories live. Discover now