prologue

1.4K 57 22
                                    

- ჯანდაბა - ვიძახი ჩუმად იმის შემდეგ როდესაც კაფეტერიის გემრიელობა პირდაპირ სახეში მომხვდა, საკუთარ თავს ვამშვიდებდი რომ არაფერი მეთქვა და ეს ლაწირაკები თმებით არ მეთრია
- რა მოხვდა სეიონგი? იმედია არ გაბრაზდები ჩემი საქციელით - იძახის ერთ-ერთი, უკვე მართლა ვბრაზდებოდი, მაგრამ ამით მხოლოდ ის მიიღებდა რაც უნდოდა, ამიტომ ნაძალადევი ღიმილი ვაჩუქე
- არაუშავს, მაგრამ ეცადე რომ აღარ გაიმეორო - ვეუბნები ყველას გასაგონად, შემდეგ მასთან ახლოს ვიწევი და ყურში ჩავჩურჩულებ - იმედია არ გინდა გაიგოს შენმა შეყვარებულმა რომ მას ღალატობ
მის შოკირებულ სახეს ვშორდები და კაფეტერიას ვტოვებ, ,,დღევანდელი ცირკიც დასრულდა ჩემს სასარგებლოდ" ჩემს ფიქრებზე მეღიმება და გზას ისე გავნაგრძობ

სკოლას მალევე მოვშორდი და სახლის გზას ვადექი, სკოლას ვერ ვიტანდი, როგორც სკოლა ვერ მიტანდა მე, ბოლო წელი იყო ამიტომ მიხაროდა რომ ამ ჯოჯოხეთს ვტოვებდი, მინდოდა ყველაფერი თავიდან დამეწყო, მეც დედასაც ეს ძალიან გვჭირდებოდა მაგრამ ასეთი ადვილიც არ არის, რადგან ყოველთვის იქნება შავი ლაქა რომელიც შეგახსენებს წარსულს და ყველა იმ ტკივილს რომლისგანაც გაქცევას ცდილობ, მე კი ეს გრძნობა ყოველთვის დამსდევს

- დეეე სახლში ვააარ - გავძახი სამზარეულოში მოფუსფუსე დედაჩემს, ზემოთ ჩემს ოთახში ავდივარ და ტანზე ვიცლი, ორ წუთში დედაჩემის გვერდით ადგილს ვიკავებ და მაგიდას ვაწყობ
- აბა როგორი დღე გქონდა - მეკითხება დედაჩემი შუა სადილის დროს
- კარგი იყო, როგორც ყოველდღე - ვეუბნები ისე რომ თვალებში არ ვუყურებ, მან არ იცოდა სკოლაში არსებული ამბები და არ ვაპირებდი თქმას
- კარგი რაა, გოგონები უკვე შეყვარებულს იჩენენ, შენ კი მეგობარიც არ გყავს - მის ნათქვამზე ღრმად ჩავისუნთქე, მასთან მივედი და მაგრად ჩავეხუტე
- მიყვარხარ დეეეე, შენ ხარ ჩემი მეგობარი, მე სხვა არ მჭირდება, როდესაც ყველა ასეთი ბრმაა - ვეუბნები და ლოყაზე ვკოცნიი - ჩემზე ნუ ინერვიულებ, კარგი?- ჩემს კითხვას მხოლოდ თავის ქნევით მპასუხობ ბოლოჯერ ვეხუტები
- კარგი მე წავედი, სამსახურში მაგვიანდება - სწრაფად ვუთხარი სახლი მალე დავტოვე

solaceOnde histórias criam vida. Descubra agora