Chapter 18

285 28 1
                                    

დამშვიდობება

ყველას გვიწევა დამშვიდობება ჩვენსთვის მნიშვნელოვანი ადამიანისთვის თუ ადამიანებისთვის

მე ეს ბევრჯერ მომიწია, მაგრამ შევძელი, არ მეგონა ამას თუ შევძლებდი მაგრამ შევძელი

ახლა კი იმავეს ვაკეთებ არა საფლავის ქვასთან არამედ მორგში

მასთან მიყვანა ვთხოვე, რათქმაუნდა შემიშვეს, მაგრამ გამოხედვა რასაც მათ მაძლევდნენ, უსამართლო იყო

თავზე მოხადეს და მის გაფითრებულ და მშვიდ სახეს შევხედე

როგორც იქნა ისიც გათავისუფლდა ამ ჯოჯოხეთისგან, როგორც იქნა მანაც იპოვა სიმშვიდე

ხელი მის ღამივით შავ თმას დავადე და მისი ბოლო წუთები დავინახე სანამ მოკვდებოდა

როგორც ჩანს მას ის დეტექტივი ეძებდა რომელიც ხედავდა როგორც მე და მამა

მან იცოდა რაც მოხვდებოდა, მაგრამ მაინც შეცვალა ეს დრო, რამაც გამახარა

ეს იმას ნიშნავდა რომ შეგვეძლო ჩვენივე ბედი შეგვეცვალა

ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ, ეს საშინელი შენობა დავტოვე და საავადმყოფოში წავედი და ის დეტექტივი მოვძებნე რომელმაც მამაჩემი მოკლა

მისვლისას ჯონგუკმა შემაჩერა

- ამდენი რამის შემდეგ, დარწმუნებული ხარ რომ მისი ნახვა გინდა?

მის მათქვამზე დავფიქრდი

ნუთუ მართლმა მინდოდა იმ პიროვნების ნახვა რომელმაც მამა მომიკლა

სხვები განრისხებულები იქნებოდნენ, მაგრამ მე არ ვიყავი, პირიქით მადლობელიც რომ ამ საშინელებისგან იხსნა

ერთადერთი რამ რაც მანაღვლიანებდა ის იყო რომ მის ხმას ვეღარ გავიგონებდი და ვეღარ ჩევეხუტებოდი ისე ტკბილად როგორ მან იცოდა

solaceWhere stories live. Discover now