chapter 3

439 42 4
                                    

წარსული, რომელიც ყოველთვის უკან დამყვება, რომელიც არ მასვენებს და თავს მახსენებს

რატომ მაინცდამაინც ის, რატომ იყო ის, მის გვერდით, კიდევ კარგი მთვრალი არ ვიყავი, ისე ვერ გადაურჩებოდა ვერცერთი ჩემს რისხვას, მათთან მივდიოდი ისე რომ ორ პიროვნებას თვალს არ ვაშორებდი
- აბა როგორ ერთობით ჩემს გარეშე - მივედი და ყველას ყურადღება მივისაკუთრე
- სეიონგ, სად წახვედი? შენ გელოდებოდით - მეუბნება ვითომ მოწყენილი ჯიმინი
- ახლა ხომ აქ ვარ - ჯონგკუკისჯენ ვიხედები, ხმის ამოუღებლად თეჰიონის გვერდით ადგილს ვიკავებ
- აბა ჩემს მოსლამდე რაზე საუბრობდით - ვეჩურჩულე თეჰიონს, რაზეც ჯონგკუკის გვერდით არსებულ გოგოზე მანიშნა, გასაგები გახდა
- აბა რაზე შევჩერდით - დაიწყო ისევ თეჰიონმა
- სულ დამავიწყდა - თავში ხელს ირტყამს თეჰიონი - სეიონგ გაიცანი მია, მია ეს სეიონგია - ხელით ჩემზე ანიშნა
- სასიამოვნოა - მია ხელს ისე მაწვდის ვითომ პირველად მხედავს, იგივე საქციელი რაც მე გავაკეთე პირველ მოსვლის დროს და უნდა ვაღიარო ძალიან უსურობა იყო, მაგრამ იგივეს არ გავიმეორებ

- რამდენი ხანია რაც აქ ხარ მია - ვეკითხები ისე რომ თვალს არ ვაშორებ, ბიჭებს ყურადღებას არ ვაქცევ, ჩემს წინ მხოლოდ მიას ვხედავ რომლის დაგლეჯვა მინდა
- რამოდენიმე დღეა
- და სად აპირებ სწავლას?- კითხვების დასმას არ ვწყვეტ, როგორც ჩანს ბიჭებმა იგრძნეს შტორმი და სიტუაციის განეიტრალება სცადეს
- საერთო უნივერსიტეტში დავდივართ, ასე არა მია? - ეკითხება მიას თეჰიონი, მაგრამ ჩემსკენ აააქვს ყურადღება მოპყრობილი
- დიახ მეც თქვენს ერთად მომიწევს სიარული - ამბობს ღიმილით, რაზეც იმავეს ჩემგან ვერ იღებს და ვერც მიიღებს
- არადა დასვენება მინდოდა - ვამბობ ჩემთვის, მაგრამ ჩემი ხმა თეჰიონმაც გაიგონა და კარგად მიჯლუგუნა
- მეტკინა - ვეუბნები და საპასუხოდაც იღებს
- რა გჭირს?- მეკითხება ჩემი ქცევებით გაკვირვებული, მეც ღრმად ჰაერს ჩავისუნთქავ
- გარეთ გავალ სუფთა ჰაერი მჯირდება - მის პასუხის გარეშე ვტოვებ და ზემოთ, სახურავზე ავდივარ

solaceWhere stories live. Discover now