chapter 2

486 41 2
                                    

იტყვით ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსეო, მეც ახლა გავიგე ამ წინადადების მნიშვნელობა, როდესაც ჩემს თვალწინ ის ბიჭი აღმოჩნდა რომელსაც ამ დროის განმავლობაში ვეძებდი, თეჰიონის უეცარ შეხებას გონზე მოვყავარ
- სეიონგ, გაიცანი, ჯიმინი და ჯონგკუკი - მითხრა და ორი მასსავით ძალიან სიმპატიურ ბიჭზე მიმითითა, მეც თავი დავუკარი და მათ მივესალმე
- ბიჭებო გაიცანით სეიონგი - მათაც თავი დამიკრეს,

დიდი ხანი ვიყავით კლუბში, არაფერი საინტერესო ხვდებოდა გარდა იმისა რომ სამივე მაგრად სვამდა, მათ საქმეებზე და გოგონებზე საუბრობდა
- სეიონგ, შენზე მოგვიყევი?- უეცრად მეკითხება ჯიმინი, ისე რომ თვალს არ მაშორებს
- არაფერი საინტერესო, ჩვეულებრივი  გოგო, ჩვეულებრივი ცხოვრებით - ვამბობ მხრების  ვიჩეჩვით, განა ნამდვილად მაქვს ნორმანული ცხოვრება ამ ქაოსში
- არამგონია, ჩვეულებრივი გოგონა იყო, სეიონგი - მეუბნება ნიშნისმოგებით ჯონგკუკი, ისე რომ თვალს არ მაშორებს, მის ნათქვამმა თეჰიონისა და ჯიმინის გაკვირვება გამოიწვია
- თქვენ ერთმანეთს იცნობთ?- გვეკითხება თეჰიონი ორივეს
- არა - ვამბობ როდესაც იმავე დროს მისი პირიდან სხვა პასუხი გამოდის
- კი - მისმა პასუხმა გამაკვირვა, მაგრამ მალევე დავმალე, ის არ იყო ვისაც წარსული ჰქონდა დასამალი, ეს მე ვიყავი, ღრმად ჩავისუნთქე და პირი გავაღე
- კი ერთმანეთს ერთხელ შევხდით, დიდი ხნის წინ - ვამბობ ისე რომ თვალს არ ვაშორებ, ჩემს ნათქვამზე მის ჩაცინებას ვიღებ, რაზეც ბრაზი მეკიდება, ის მე დამცინოდა, ,,ნეტა ის თუ იცოდა რომ დედამისის მკვლელობაზე ვიცოდი" ჩემს ფიქრებზე გამეღიმა და თეჰიონს შევხედე
- მე გავალ და მალე მოვალ - ყურში ჩავსჩურჩულე თეჰიონს და წამოვდექი, თავი დავუკარი და გამოვეცალე იქაურობას უკვე მართლა ნერვებზე მოქმედებდა, მან დედაჩემის სიკვდილი ჩემს წინააღმდეგ გამოიყენა

სარკის წინ ვიყავი და საკუთარ თავს ვუმზერდი მის დონემდე არ დავეცემოდი და დედამისის სიკვდილს აქ არ გავრევდი, წყალი მოვუშვი და სახეზე შევისხი, გამოფხიზლება მინდოდა, ასე ვერ გავუმკლავდებოდი მას, თავი მოვიწესრიგე და კარები გავაღე სადაც მომღიმარი ჯონგკუკი დამხვდა
- ნუთუ ვერ მიცანი, როდესაც ჩემს ხელებში ქვითინებდი - მეუბნება ცინიკურად, ძალიან მინდოდა პირში მიმეხალა თუ რაც ვიცოდი მის შესახებ, მაგრამ თავს დამშვიდობების საშუალება მივეცი

solaceWhere stories live. Discover now