Chapter 15

295 33 0
                                    

გაუგებრობა

მხოლოდ ამის თქმა შემიძლია ამ სიტუაციისთვის,

არ ვიცოდი რა გამეკეთებია, ჩიხში ვიყავი

უბრალოდ მის სახეს მივჩერებოდი და არ ვიცოდი რა მეთქვა

- აქ რა გინდა?

როგორც იქნა ხმა ამოვიღე და ენის კანკალით ვკითხე, თვალებში ვერ ვუყურებდი

- მინდოდა მენახე

მეუბნება ჩუმად

- იცოდი, არა?

კითხვაზე პასუხს არ მცემს, მხოლოდ დუმს

- რატომ გააკეთე ეს? რატომ გამიკეთე მე?
ნუთუ აღარაფერი ვარ შენთვის?

ვეუბნები და გულჩვილი ბავშვივით ტირილს ვიწყებ

ჩემთან მოვიდა და გულში ჩამიკრა, მეც წინააღმდეგობას ვეღარ გავუძელი, დავნებდი და ხელები მოვხვიე

უცებ მისი ხელი ჩემს სახეს მოხვდა, რა დროსაც მისი წარსულის ფრაგმენტები დავინახე

ინსტიქტურად მას მოვშორდი და შოკირებულმა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა

- ეს შენ არ შეგეძლო, ამას არ გააკეთებდი

ჩემს თავს ვეუბნები და ხელებს თმებში ვიცურებ

- ისევ ერთი და იგივე, ისევ ერთი და იგივე, რატომ მამა? ამას რატომ აკეთებ?

მთელ ხმაზე ვღრიალებ, გამბედაობას ვიკრებ რომ თვალებში ჩავხედო, ამას ვახერხებ და თვალებში ვუყურებ, სადაც არაფერია გარდა ტკივილისა

- ვიცოდი რომ შეგიყვარდებოდა და ისიც თუ რა მოხვდებოდა როდესაც სიმართლეს გაიგებდი, ვიცოდი რომ თვითონაც ასე გიპასუხებდა და ვერ გაუძლებდა იმ ტკივილს რასაც შენ გრძნობდი, ამიტომ მისი მანქანა დავაზიანე, რადგან ის შიში გეგრძნოთ რაც მე ვიგრძენი როდესაც დედაშენი დავკარგე, მიმხდარიყავით რომ წარსულით ვერ იცხოვრებდით

მისს სიტყვებზე სათქმელი არ მქონდა

მას ასე ვუყვარდი და მიფრთხილდებოდა მე კი სხვა ადამიანებივით დაბრმავებული ვიყავი

solaceWhere stories live. Discover now