part 1

2.3K 89 15
                                    


Elisabed's POV.

სკოლიდან სახლში დავბრუნდი, ჩვეული სიტყნარე იყო, სახლში მხოლოდ მე და დედა ვცხოვრობთ.

_ დეე, დავბრუნდი.
_ აქ ვარ საყვარელო_ თბილი ხმით მომიგო სამზარეულოდან. დედას ცვალებადი ხასიათი აქვს ჯერ მომთხოვნი და მკაცრი, ყველაფერს მიკონტროლებს და თავს 2 წლის დამნაშავედ მაგრძნობინებს, ზოგჯერ კი თბილი და მოსიყვარულე დედაა.
_ აბა როგორ ჩაიარა დღემ?
_ ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის.
_ კარგი მოდი ახლა ვისადილოთ და შემდეგ რაღაც თემაზე უნდა ვისაუბროთ.
_ ამმ კარგი_ ჩემი პასუხი კითხვასავით ჟღერდა.

ჩემს ოთახში ავედი და გამოვიცვალე. ვცხოვრობ ლოს-ანჯელესში დედასთან ერთად. მამა მაშინ გარდაიცვალა, როდესაც 5 წლის ვიყავი, ასევე მყავრდა უფროსი და ტესა, რომელიც ავარიაში მოყვა შეყვარებულთან ერთად და ორივე ადგილზე გარდაიცვალა. სისწრაფის გამო მანქანა ამუირავდა და ხრამში გადაიჩეხა, ისინი ჩემთან მოდიოდნენ საავადმყოფოში, რადგან დავეცი და ტვინის შერყევა მივიღე.

საკუთარ თავს დიდხანს ვადანაშაულებდი მომხდარში, დედაც საშინლად იყო, მაგრამ ბოლოს შეიძლება ითქვას რეალობას თვალებში ჩავხედეთ, მაგრამ არ იფიქროთ რომ შევეჩვიეთ, ეს ტკივილი არასდროს გაქრება მასთან შეგუება შეუძლებელია...

ჩვენი სახლი არც ისე დიდია, 2 სართულიანი მყურდო სახლია. დედა მუშაობს და მისი შემოსავალი ორივეს გვყოფნის. ამ ბოლო დროს კი უცნაურად იქცევა, არ ვიცი რა ხდება ალბათ სამსახურს ეხაბა.

ქვევით ჩავედი. დედა საქმის საქმეებში ძალიან მკაცრია, თითქმის ყველაფერს მე მავალებს, თვლის, რომ ქალი სახლის საქმეებით უნდა იყოს დაკავებული პირველ რიგში და შენმდეგ უნდა მიხედოა სამსახურს.

სუფრა გავშალე და ერთად სადილობას შევუდექით. როგორც ყოველთცის დედას მომზადებულ კერძები უგემრიელესია. ვაკვირდებოდი დედას, რომელიც აღელვებული ჩანდა, ამან უფრო დამაინტერესა რა თემაზე უნდა გველაპარაკა.

New life with u (დასრულებული)Where stories live. Discover now