part 8

1.6K 82 7
                                    

Elisabed's POV.

მოსაწყენი დღეები... უნივერსიტეტი, მეცადინეობა, ძილი. ხვალ ჩემი დაბადების დღეა, დედა და დენიელი სახლში არ არიან, გუშინ წავიდნენ თაფლობის თვეში 1 კვირით. სიმართლე გითხრათ ვერ ვიტან ჩემს დაბადების დღეს, არც არასდროს აღმინიშნავს და არც ახლა ვაპირებ. ალბათ ლუიმაც არ იცის და ყველაფერი ისე ჩაივლის თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე იყოს.

_ ელის_ მიყვირის კარებიდან ლუი.
_ რა გაყვირებს ამ დილაუთენია?
_ არ შემომიშვებ?

ავდექი და კარი გავაღე.
_ რა ხდება?
_ ხომ რაღაცაზდ უნდა ვილაპარაკოთ.
_ მაინც?
_ ხვალ შენი დაბადების დღეა, აი ამაზე.
_ ამმ შენ საიდან იცი?
_ მე ყველაფერი ვიცი ძვირფასო.
_ და რა გვაქ სალაპარაკო? იმედია არ ფიქრობ რომ გართობას ვაპირებ რადგან უნდა გითხრა რო ცდები.
_ რაა? არ არსებობს, 17 წლის ცხოვრებაში ერთხელ ხდები ეს უნდა ავღნიშნოთ.
_ აუ ლუიი, არ მინდა.
_ გინდა პატარავ, გინდა.
_ იდიოტი ხარ.
_ მეც მიყვარხარ_ მითხრა და ოთახიდან გავარდა, გზაში კი მომაძახა_ ხვალ საღამოს წვეულებას გავმართავ.

ჯანდაბა, რა წვეულება. წვეულებაზე არასდროს ვყოფილვარ მაგრამ დარწმუნებული ვარ ისეთივე მოსაწყენი იქნება როგორიც წარმომიდგენია. ჯანდაბა, ჩემი ცხოვრება სულ რაღაც 1 თვეში 360⁰-ით დატრიალდა. ვფიქრობ დედაჩემი სიმდიდრემ დააბრმავა, სულ დენიელთან ერთადაა და მე აღარც ვახსოვარ, ალბათ არც ის გაახსენდება რომ ხვალ ჩემი დაბადების დღეა.

მოკლედ საწოლში ერთსაათიანი კოტრიალის შემდეგ ზანტად ავდექი და უნივერსიტეტისთვის მზადება დავიწყე.

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
New life with u (დასრულებული)Where stories live. Discover now