part 28

1.3K 78 2
                                    

Elisabed's POV.

ჰარიმ მანქანა თავისი სახლის წინ გააჩერა და ჯერ თვითონ გადავიდა შემდეგ კი ჩემთან მოვიდა და კარი გამომიღო.

_ სხვათაშორის აქ შენი შეყვარებულიცაა და შეგიძლია კარი მას გაუღო, მე არ მჭირდება.
_ უხეშობას არასდროს შეწყვეტ არა?
_ არა_ ვუთხარი და მანქანიდან გადმოვბაჯბაჯდი.
_ ეს ბავშვი ალბათ 10 კილო დაიბადება, ჯერ 6 თვის ვარ და უკვე ამხელაა.
_ იმდენს ჭამ რო... _ მკვლელი მზერით გავხედე რაზეც ლიდიას გაეცინა.
_ კარგი სახლში შევიდეთ.

ჰარიმ კარზე დააკაკუნა და კარი მისმა დამხმარემ გაგვიღო რომელსაც აშკრად გაუხარდა ჩემი აქ დანახვა.
_ მოგესალმებით მისის ელისაბედ.
_ ბელა რამდენჯერ გითხარი რომ უბრალოდ ელისი დამიძახე.
_ კარგი ელის, შემობრძანდით.

სამივე სახლში შევედით და მისაღებიდან ბიძია არტური მოგვეგება.

_ ბიძია არტურრ.
_ როგორ ხარ საყვარელო
_ კარგად თქვენ?
_ მეც კარგად.
_ ბელა ელისს ოთახი მოუმზადე დღეს აქ დარჩება.
_ მისი ოთახი მოვამზადო?_ ალბათ იმ ოთახს გულისხმობს სადაც ჰარისთან ვრჩებოდი ხოლმე.
_ ხო.
_ დიახ ახლავე.
_ არ ვიცოდი ამ სახლში ოთახი თუ გქონდა_ მითხრა ლიდიამ.
_ ხო გრძელი ამბავია.
_ მომიყევით.
_ მიდით დავსხდეთ.

მისაღებში გავედით და სავარძელზე ჩამოვჯექით.
_ აბა როდის გაიცანით ერთმანეთი და როდის დამეგობრდით?
_ იცი ელისი ჰარის ყოფილია_ თქვა ბიძია არტურმა რაზეც ორივემ თვალები ვქაჩეთ.
_ რა?
_ ამმ იცი ეს... ჩვენ ერთად ჩემი მშობლების დაჟინებით ვიყავით. სიმართლე გითხრა თავიდან ჰარის ვერ ვიტანდი, სულ ნერვებს მიშლიდა_ ვუთხარი სიცილით.
_ მართალია ერთხელ ხელში კინაღამ ჩამაკვდა.
_ ეე ეგ ჩემი ბრალი არ იყო. რბოლაზე ამ იდიოტმა მეწყვილედ მე ამირჩია.
_ მე რა ვიცოდი თუ სიჩქარის გეშინოდა და ცუდად გახდებოდი. სხვათაშორის დიდხანს მომიწია შენი სხეულის თრევა.
_ კრეტინო, სიჩქარისთვის რომ შეგენელებინა და გამარჯვენა შენთვის მთავარი არ ყოფილიყო გონებას არ დავკარგავდი.
_ უფფ კარგი ხოო.

არტურს სიცილი აუტყდა ჩვენი ჩხუბის შემხედვარე, მას ლიდიაც აყვა. მე კი მოვიფუზე რაც ჰარის არ გამოჰპარვია.

_ რა მოხდა? რატო მოიწყინე?
_ შეიძლება ყურში გითხრა?
_ კარგი.

მასთან მივედი და ჩავჩურჩულე რაზეც სიცილი დაიწყო.
_ ჰაროლდ სულ ნუ დამცინიი_ ხელები გადავაჯვარედინე.
_ კარგი ბოდიში, ბელას ვეტყვი რამე მოგიმზადოს.
_ ჰარი ის ორსულია და არაა გასაკვირი რომ შია, ამიტომ ნუ იცინი_ უთხრა არტურმა. ეს კაცი მიყვარდება.
_ დიახაც ნუ დამცინი თორე ლუის ვეტყვი.
_ აუფფ, სხვათაშორის შენი ლუი ახლა ვიღაც გოგოსთანაა და არ გამიკვირდება სახლში რძალს თუ მოიყვანს.
_ რაა მას შეყვარებილი ყავს და არ მითხრააა?
_ ჯერ არ ყავს, ან ყავს და არ ვიცი, მოკლედ დღეს უნდა აეხსნა სიყვარული მისთვის.
_ ვაა ჩემს ძმას უყურეთ ერთი.
_ ისე გინდა ბლინები გაგიკეთო?
_ შენი გაკეთებული არ მინდა!
_ ვითომ რატომ? ვიცი რომ გიყვარს ჩემი მომზადებული საჭმელი.
_ ჰარი არ მინდა ჩემს პატარას შენი მომზადებული საჭმელი ვაჭამო_ სერიოზული ტონით ვუთხარი.
_ ესეიგი ისევ ეს... კარგი...

ჰარი ზევით ავიდა და მას ლიდია გაჰყვა.
_ აპატიე მას, ის უბრალოდ ეგოისტია_ მითხრა არტურმა.
_ თქვენ იცით არა?
_ რათქმაუნდა. მისმინე ვიცი რომ მას უყვარხარ, ძალიან უყვარხარ და ეს ბავშვი... ისიც უყვარს, მაგრამ ეშინია. ეშინია რომ კარგი მამა არ იქნება. უბრალოდ დრო მიეცი, დარწმუნებული ვარ თვითონ მოვა შენთან.
_ მეშინია რომ ჰარი ჩემზეც იტყვის უარს.
_ ის ამას არასდროს გააკეთებს.
_ მადლობა ამ სიტყვებისთვის_ მასთან მივედი და ჩავეხუტე.
_ გოგოა?_ მკითხა უცებ.
_ გოგოა.
_ ჰარის ბავშვობაში უნდოდა პატარა გოგონა ყოლოდა.
_ მართლა?_ სიხაულით ვკითხე.
_ ასეა, იძახდა ჩემი პირველი შვილი გოგონა იქნებაო. ვფიქრობ ბედნიერია.
_ იმედი მაქვს ასეა.
_ კარგი დაღლილი ჩანხარ, წადი დაწექი საჭმელს კი ბელი ოთახში ამოგიტანს_ ღიმილით მითხრა.
_ მადლობა.

ოთახში ავედი და საწოლზე ჰარის მაისური დამხვდა. პიჟამოები არ მაქვს, ალბათ ამიტომ. მაისური ჩავიცვი რომელსაც ჰარის სურნელი ასდიოდა. თბილ საწოლში ჩავწექი და მალე კარზე კაკუნი გაისმა. ბელამ ვაჭმელი მომიტანა. წამოვჯექი და ჭამა დამიწყე, როცა მოვრჩი გადავწყვიტე რამე წამეკითხა. ერთ-ერთი წიგნი ავიღე თაროდან და მოთხრობის კითხვა დავიწყე, მერე კი როგორც ჩანს წიგნზე ჩამეძინა...

New life with u (დასრულებული)Where stories live. Discover now