part 12

1.5K 81 1
                                    

Elisabed's POV.

დღეს დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ სახლში დავრჩით, საშინლად არ მინდაა აუნივერსიტეტში.
_ აბა რა ვაკეთოთ?
_ არ ვიცი, რამე მოიფიქრე.
_ პირველ რიგში მშია, მერე ბიჭებს დავურეკოთ.
_ ჰმმ კარგი აზრია.

მე და ლუიმ პიცა გამოვაცხეთ, მალე კი ბიჭებიც მოვიდნენ.
_ აჰჰ ჯიჯი, კიდე კაი მოხვედი.
_ ბიჭებო როგორ მიეცით ჩემ გოგოს უფლება მოეწყინა?
_ აუუ ეგ კი არა მშიაა და პიცის სუნი მცემს_ თქვა ნაილმა.
_ მეც მშია ნაილერ ასე რომ ვჭამოთ.

ვაუ პიცა გემრიელი იყო, არ მეგონა ასეთი კარგი თუ გამოვიდოდა.
_ აბა ეხა რა გავაკეთოთ?
_ არ ვიცი.
_ აუუ რა მოწყენილობაა რა ხდებაა_ თქვა ზეინმა.
_ იცით რა მოდი ეხა მაგრად გამოვთვრეთ.
_ არა, მამაჩემი დაბრუნდა და მომკლავს თუ სახლში მთვრალი დავხვდები თან ელისთან ერთად.
_ მართალია.
_ კარგი მაშინ....
_ მოვიფიქრე, რამე ისტორიები მოვყვეთ ჩვენ თავზე.
_ ჰჰმ კარგი.
_ კარგი მე ვიწყებ_ თქვა ლიამმა_ მოკლედ, სკოლაში, დამამთავრებელ კლასში მამაჩემმა მასწავლებელთან შემომისწრო, მაგის მერე 3 თვე დასჯილი ვიყავი და გოგოებისკენ გახედვაც კი მეკრძალებოდა_ ამ ამბავზე ყველამ სიცილი დავიწყეთ.
_ ნაილ შენი ჯერია.
_ კარგიი. როცა 4 წლის ვიყავი ბაღში შეყვარებული მყავდა.
_ რა? _ სიცილით ვუთხარი.
_ ხო, მაგრამ როცა ჩემი კარაქიანი პური შეჭამა დავშორდი.
_ არ მიკვირს.
_ ელის, შენი ჯერია.

დავფიქრდი რა შეიძლებიდა მომეყოლა და ერთი ამბავი გამახსენდა.
_ როცა 5 წლის ვიყავი მე და ჩემმა დამ, ტესამ გასეირნება გადავწყვიტეთ ველოსიპედებით. როცა ვსეირნობდით საყვარელი ძაღლი დავინახე და მოფერება მომინდა, ტესა მაფრთხილებდა არ მიხვიდეო მაგრამ არ გავუჯერე და როცა მოსაფერებლად მივუახლოვდი ძაღლი წამოხტა და ჩემსეკ ღრენით დაიძრა_ ტესას გახსენებაზე თვალებზე ცრემლები მომადგა_ ველოსიპედს შემოვახრი და მთელი ძალით ვატრიალებდი პედლებს. ძაღლმა სახლამდე გვდია შემდეგ კი თავი დაგვანება, იმის მერე ძაღლებს არ გავკარებივარ_ თვალიდან ჩამოვარდნილი ცრემლი მოვიწმინდე და ძალდატანებით გავიღიმე.
_ კარგად ხარ?_ მკითხა ლუიმ და ლოყაზე მომეფერა.
_ კი.
_ მოდი ჩემთან_ ჩემთან მოიწია და გულში ჩამიკრა_ არ იდარდო კარგი?
_ და ახლა სად არის შენი დაიკო?_ მკითხა უემოციოდ ჰარიმ.
_ ჰარიი_ შეუღრინა ლუიმ. ბიჭებმა არ იციან და რომ მყავდა, მხოლოდ ლუის ვუთხარი.
_ რა იყო დამაინტერესა.
_ ის გარდაიცვალა_ ჰარის გაკვირვება დაეტყო სახეზე.
_ ვწუხვარ.
_ ჩვენ არ ვიცოდით.
_ არაფერია.

საღამოს დედა დ დენიელიც დაბრუნდნენ. ორივეს მოღუშული სახეები ქონდათ.
_ რამე მოხდა?
_ ბავშვებო უნდა ვილაპარაკოთ_ გვითხრა მე და ლუის დენიელმა.
_ გისმენთ.
_ მოკლედ...
_ მამა რა ხდება.
_ ჩვენი პოპულარობა ეცემა რაც კომპანიაზეც აისახა. დავკარგეთ გაზეთის ყდაზე პირვწლობა, ასევე ხალხს მეტი უნდა.
_ რას გულისხმობ?
_ ხალხს სალაპარაკო უნდა მივცეთ_ დაასრულა დედამ.
_ შეეგვიძლია კომპანიის მაშტაბები გავზარდოთ.
_ მარტო ეს არ კმარა_ უპასუხა დენიელმა ლუის.
_ და ამ თემაზე ჩვენთან რატო ლაპარაკობთ?_ ვკითხე მათ.
_ ელის, მე და დენიელმა ვიფიქრეთ და გადაწყვწტილება მივიღეთ.
_ რა გადაწყვწტილება?
_ როგორც იცი სტაილსები ჩვენი მეგობრები არიან, ასევე კარგი კომპანიონები. დიდი პოპულარულობოთაც სარგებლობენ
_ პირდაპირ არ იტყვით?_ როგორც ჩანს ყელში ამოასხა ლუის.
_ ელისაბედ შენ და ჰარი ერთად უნდა იყოთ_ მითხრა დედამ.
_ უკაცრავად? ვერ მივხვდი. ერთად?
_ ერთად როგორც წყვილი_ მითხრა დენიელმა.
_ არა იცით, ახლა ხუმრობის დრო ნამდვილად არარის.
_ არ ვხუმრობთ, შენ და ჰარი შეყვარებულები იქნებით რამოდენიმე თვე.
_ დედა ხვდები მაინც რას მეუბნები? თქვენი დაგასაწყვეტი არარის მე ვისთან ვიქნები.
_ ელისაბედ, იცოდე ვის ელაპარაკები_ მკაცრად მითხრა დედამ.
_ ელისი მართალია, შეიძლება ჰარი ჩემი მეგობარია მაგრამ არ მინდა ჩემი და მასთან იყოს.
_ ლუი, შენ ნუ ერევი. ეს საქმე გადაწყვეტილია!
_ არა არარის! ჰარისთან ყოფნას არ ვაპირებ.
_ ელისაბედ, ნერვებს ნუ მიშლი, არ გთხოვ მასთან ურთიერთობია გაბმას, უბრალოდ საზოგადოებაში ისე მოიქეცით როგორც წყვილი. სტაილსებიც თანახმა არიან.
_ მაგრამ დედა...
_ არანაირი მაგრამ! უკვე ძალიან დამღალე_ მისმა სიტყვებმა გული ძალიან მატკინა.
_ ესეიგი დაიღალე არა დედა? ჩემით დაიღალე. მთელი ცხოვრება შენგან მხოლოდ ერთს ვითხოვდი, გყვარებოდი ისე როგორც ჩემი და გიყვარდა. როცა ის გარდაიცვალა 8 წლის ვიყავი, 8 წლის ბავშვი საავადმყოფოში ტვინის შერყევით ვიწექი, შენ კი არც გაგხსენებივარ. ტესას გარდაცვალების მერე აღარავინ გახსოვდა, მეც კი. შენ არ იყავი მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი დედა.

ცრემლები მოვიწმინდე და ოთახში სწრაფად ავედი. საწოლზე დავემხე და ფიქრი დავიწყე. ახლაღა მივხვდი რას ნიშნავდა ჰარის სიტყვები " სულ მალე ჩემი გახდები ელისაბედ ტომლინსონ".

New life with u (დასრულებული)Where stories live. Discover now