part 5

1.6K 88 3
                                    

Elisabed POV.

სახლში შევედით თუ არა დენიელი ლუის დაეტაკა.
_ დილით სად წახვედი?
_ ბიჭებს გავუარე, რამე პრობლემაა?
_ და სახლში შენი და მიატოვე, შეგეძლო ერთად წასულიყავით უნივეტსიტეტში.
_ მე მისი მძღოლი არ ვარ და არც ისაა ჩემი და.
_ როგორ მელაპარაკები_ ტონი გაამკაცრა დენიელმა.
_ მამა ვერ ხვდები რომ მათი გამოჩენის შემდეგ ჩემზე საერთოდ აღარ ფიქრობ, ისინი მივიღე როგორც შენი ცოლი და მისი ქალიშვილი, მაგრამ ელისაბეტი არასდროს, არასდროს გახდება ჩემი და და კირა კი დედაჩემი.
_ ტონი აკონტროლე როცა მელაპარაკები ლუი. არ მაინტერესებს რას ფიქრობ უკვე ზღვარს გადახვედი.

დენიელი გაბრაზებული წავიდა თავისი კაბინეტისკენ.
_ მაპატიე რომ ასეთ დღეში ხარ ჩემს გამო_ მოვუბოდიშე ლუის.
_ ნუ მიხდი ბოდიშებს, ვეღარაფერს გამოასწორებ_ უხეშად მომიგო.

ოთახში ამოვედი და გამოვიცვალე, თავისუფლად ჩავიცვი და ქვევით ჩავედი, როცა დედამ დამინახა კოპები შეკრა.
_ ელისაბედ, მგონი გარკვევით გითხარი რომ დროა ასე ჩაცმას გადაეჩვიო.
_ მაგრამ დედა ახლა სახლში ვართ.
_ ახლავე ადი და გამოიცვალე.
_ არა.
_ ელისაბედ, ასე როდიდან მელაპატაკები, ახლავე ახვალ და გამოიცვლი, ჩემთვის პასუხის შებრუნება კი აღარ გაბედო, ასე არ გამიზრდიხარ_ ყველა აქ იყო და გვისმენდა, რაც ნამდვილად არასასიამოვნო იყო.

თვალებზე ცრემლები მომადგა ასეთი სიუხეშის გამო და ოთახში ავვარდი. კარები დავკეტე თუ არა ცრემლებმა გზა გაიკვალა ჩემს ლოყებზე. ტანსაცმელი გამოვიცვალე და ასე ჩავიცვი.

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
New life with u (დასრულებული)Where stories live. Discover now