part 29

1.3K 80 3
                                    

Elisabed's POV.

შუაღამისას მუცლის საშინელი ტკივილი მაღვიძებს, რაც ამ ბოლო დროს ხშირია. ნიკი ამბობს რომ მშობიარობას ვუახლოვდები და ეს საგანგაშო არ არის, მაგრამ ძალიან მტკივა...

საწოლში ვეღარ ვჩრდები, დაწოლისას უფრო ცუდად ვარ, ამიტომ გადავწყვიტე ავმდგარიყავი. ჯერ ოთახში სიარული დავიწყე, მაგრამ გადავწყვიტე ქვევით ჩავსულიყავი. შავი ატლასის ხალათი შემოვიცვი და ქვევით ჩავედი. სამზარეულოში შევედი და მაცივრიდან წყალი გამოვიღე, პირი სულ გამიშრა. ტკივილი არ ნელდებოდა და ჩუმად ტირილი დავიწყე, რადგან ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. გადავწყვიტე ნიკისთვის გამერეკა.

_ ელის? ხომ კარგად ხარ?
_ ნიკკ_ ტირილით ვუთხარი.
_ რატომ ტირი? რა მოხდა?
_ ნიკკ მტკივაა...
_ კარგი დაწყნარდი, ზუსტად სად გტკივა?
_ ქვევით, ნიკ ძალიან მტკივა.
_ კარგი. გამაყუჩებელი დალიე, საწოლში თბილად ჩაწექი და ეცადე დაიძინო კარგი?
_ კარგი.
_ იქნებ ჰარი გაგეღვიძებინა?
_ არა, არ მინდა.
_ ხომ იცი რომ ის ტკივილს შეგიმსუბუქებს?
_ არ მინდა ნიკ!
_ კარგი. ეცადე დაიძინო...
_ კარგი... ბოდიში რომ გაგაღვიძე.
_ არაფერია, თავს მიხედე.

ტელეფონი გავუთიშე და წამლის ძებნა დავიწყე. ნეტავ სად უნდა იყოს... ჯანდაბა არ არის.

მისაღებში გავედი და დივანზე დავჯექი. ტკივილი არ ნელდება... ბავშვმაც მოძრაობა დაიწყო, ფეხებს მირტყავს.

_ ელ?_ გავიგე ჰარის ხმა.
_ ჰარი_ ტირილით ვუთხარი.
_ პატარავ რა მოხდა, რატომ ტირი? კარგად ხარ?
_ ჰარი მტკივაა.
_ რა გტკივა.
_ მუცელი იდიოტო.
_ კარგი მოდი ჩემთან_ გვერდით მომიჯდა და ხელები მომხვია_ ძალიან გტკივა?
_ კი...
_ კარგი, დამელოდე წამალს მოგიტან.

ჰარი მეორე სართულზე სწრაფად ავიდა და წამლით ხელში დაბრუნდა, სამზარეულობან წყალი გამომიტანა და წამალი გამალევინა.

_ მალე გაგივლის.
_ ჰარი შეგიძლია ჩამეხუტო?
_ რათქმაუნდა მოდი.

New life with u (დასრულებული)Where stories live. Discover now