part 2

1.8K 88 1
                                    

Elisabed's POV.

ბარგი უკვე ჩალაგებული მაქვს და ყველანი მზად ვართ გასასვლელად.

_ ამდენი რა მოგაქვს? გეწყვი რომ ტანსაცმელი საჭირო არარის, რადგან ახალი ცხოვრება ახალ ტანსაცმელს მოითხოვს_ მითხრა ლუიმ.
_ ბევრი ტანსაცმელი არ მომაქვს, ჩემოდანში სხა ნივთებია.
_ შეიძლება ვიკითხო ამდენი რა არის?
_ საშენო არაფერი_ მოკლედ მოვუჭერი.
_ ელის მზად ხარ?_ მკითხრა დედამ.
_ კი დედა.
_ ძალიან კარგი, მალე ახალ ცხოვრებას დაიწყებ_ მითხრა დენიელმა_ ახალი სახლი, ახალი მეგობრები...

სულაც არ მინდა ახალი ცხოვრების დაწყება, მაგრამ ვის ანაღვლებს? მთავარია დედა იყოს ბედნიერი, მეტი არაფერი მინდა. ალბათ ტესა ახლა აქ რომ იყოს მასაც გაუხარდსბოდა დედას ბედნიერება.

2 საათში ლონდონში ჩავფრინდით. აეროპირტის წინ მანქანები და დაცვა დაგვხვდა. ყველა მანქანა შავი იყო ერთის გარდა.
_ ეს აქ ვინ მოიყვანა?_ იკითხა დენიელმა და სპორტულ მანქანაზე მიანიშნა.
_ მამა, მე ვუთხარი მათ ჩემი მანქანა მოეყვანათ_ უთხრა ლუიმ_ სახლში ჩემი მანქანით წამოვალ, თან გზაში პატარა საქმე მაქვს.
_ რა საქმე?
_ ისეთი არაფერი, ნაილს უნდა გავუარო.
_ გასაგებია, მაშინ ელისაბედიც შენ წამოიყვანე, თან ნაილს გაიცნობს.
_ რა არარის საჭირო_ ვთქვი, რადგან ნამდვილად არ მინდოდა ლუისთან ერთად სადმე წასვლა, განსაკუთრებით კი მის მეგობართან, რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ ისიც მისნაირი იქნებოდა.
_ ხედავ, მას არ უნდა ჩემთან ერთად წამოსვლა.
_ ლუის!
_ კარგი, წამოდი_ მითხრა მობეზრებით და მანქანისკენ წასვიდა_ მოხვალ თუ მოწვევა გამოგიგზავნო?

თვალები გადავატრიალე და მანქანისკენ დავიძარი. ლუიმ დაცვას გასაღები გამოართვა და მძღოლის ადგილს მიუჯდა, მე კი უკან დავაპირე დაჯდომა.
_ ტაქსისტს ვგავარ? წინ დაჯექი_ უხეშად მითხრა ლუიმ.

მისი გაბრაზება კიდევ უფრო არ მინდოდა, ამიტომ დავემორჩილე. კარები დავხურე თუ არა, ლუიმ მანქანა ადგილს მოსწყვიტა და გაზის პედალს მთელი ძალით მიაწვა. მანქანას ძალიან სწრაფად ატარებდა. იმის შემდეგ მეშინია სწრაფად სიარულის რაც ტესას ავარია შეემთხვა. სუნთქვა შემეკრა და ხმას ვერ ვიღებდი, ლუი კი ისევ იგივე სისწრაფით მართავდა მანქანას.

New life with u (დასრულებული)Where stories live. Discover now