part 12

615 71 164
                                    

- არადა დალაგებულად გავიღვიძე! არაფერი განსაკუთრებული! ისევე როგორც ყოველთვის! - ბურდღუნებს საპირფარეშოს ერთერთ კაბინაში გამოსაცვლელად შესული ალფა! - იცი ყველაზე უარესი რა არის? - თავს ყოფს კარებიდან და პირსაბანზე შემომჯდარ, ჰაერში ფეხებმოქანავე ომეგას უყურებს! - ის ,რომ ყველაფერს მიხვდა!

თეჰიონი კაბინის კარებს მთელი ძალით აჯახუნებს! დასვრილ სამოსს ნაგვის ურნაში ყრის და კედელს ეყრდნობა!

- ღმერთო რა სირცხვილია! დაუკმაყოფილებელი ნაბიჭვარი მიწოდა!

- რას ერჩი? მართალი უთქვამს - ფრუტუნებს ომეგა!

- ჯანდაბა! ახლა ჩემზე რას იფიქრებს? - ალფა კისერს აგდებს, და თავს ფრთხილად ურტყამს კედელს!

- ოჰ ეგ არაფერი დიდი პრობლემა! ისედაც არ იყო შენზე დიდი წარმოდგენის - დაუფიქრებლად ისვრის ჯიმინი, და ალფისთვის დარდის შემსუბუქებას სულაც არ ცდილობს!

- ჯიმინ! საერთოდ ვერ მეხმარები!

- არც კი ვცდილობ !

- მომატყუე მაინც, რომ ჩემი გესმის და თანამიგრძნობ!

- შენი მესმის და თანაგიგრძნობ! - თვალებს ატრიალებს ომეგა!

- ახხხ - ოხრავს ალფა და კაბინეტისკენ მიიწევს !

- თეჰიონ! - უკან მისდევს ომეგაც- იქნებ! იქნებ სიმართლე გეთქვა მისთვის!იქნებ დაელაპარაკო მას! როგორც მისმა მეწყვილემ! შეიძლება არ იყოს ყველაფერი ისე ცუდად როგორადაც შენ გგონია !

- ჯიმინ! მეგონა ამაზე უკვე ვისაუბრეთ! და რა უნდა ვუთხრა მას? იცი მამაჩემმა, მამაშენი და შენი ძმა მოკლა რადგან კინკურეციას უწევდნენთქო? ჯიმინ! ის ამას ვერასოდეს გაიგებს! ვერასოდეს!

- შენც მხოლოდ ქორწინებაზე დაელაპარაკე! - ჯიმინი ალფის შემყურე მძიმედ ოხრავს! ხედავს თუ როგორ ენატრება და სჭირდება ომეგა! მაგრამ არც მასთან მიახლოება შეუძლია - თეჰიონ ოდესღაც ხომ მოგიწევს ამ ნაბიჯის გადადგმა? ოდესმე ხომ მოგიწევს მისთვის სიმართლის თქმა ამ სულელურ ქორწინებასთან დაკავშირებით? ხოდა რა მნიშვნელობა აქვს, ამას როდის გააკეთებ? დღეს თუ სამი თვის შემდეგ? შედეგი ორივე შემთხვევაში ერთი იქნება! მგონი ღირს ცდად! ასე იუნგის ტკივილს მაინც შეუმსუბუქებ!

💫 ℙ𝕒𝕤𝕤𝕚𝕠𝕟 𝕊𝕙𝕒𝕕𝕠𝕨𝕤 💫(დასრულებული)Where stories live. Discover now