part 4

716 87 279
                                    

ჩაკალი საკუთარ თავში ის ნაწილი, რომელიც ეძებს ანგელოზს იმ ადგილებში, სადაც მხოლოდ დემონები არსებობენ! აქ ეს შეუძლებელია!
ეს ყველაზე ძნელია - იყო უბრალო ჩვეულებრივი ადამიანი! იქ სადაც შენ თითოეულ ჩასუნთქვასაც კი აკონტროლებენ ვერ ეღირსები თავისუფლებას თუკი არ გაქვს საყრდენი. ამ საყრდენს წესით ოჯახი უნდა წარმოადგენდეს,მაგრამ რა ვუყოთ რომ მათთვის მხოლოდ მემკვიდრე ხარ, ადამიანი რომელსაც იმ ქონებას დაუტოვებენ რაც სხვა ოჯახების გაუბედურებით მიიღეს! ალფა ყოველდღე ოცნებებს, ნეტავ დაბადებულიყო სხვაგან, თავისუფალ ოჯახში, სადაც მთავარი არა ფული არამედ სიყვარულია, სადაც საკუთარი მამა არ გაიძულებს ჭეშმარიტის დავიწყებას, სადაც ოჯახი არ გთელავს, სადაც უბრალოდ შენი ბედნიერება სურთ!

ჯიმინი თვლიდა, ეს ქორწინება მას ავნებდა, რადგან ომეგა იყო, მართალია ჭეშმარიტი ჯერ არ უპოვია მაგრამ მიიღებს კი ასეთს? მართალია ქორწინება ფიქტიურია მაგრამ დაუჯერებს კი? მეორეს მხრივ თეჰიონი იდგა, ადამიანი რომელიც ჯიმინისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, და ადამიანი რომელიც ყველაფერს კარგავდა! მესამე მხარეს იყო ოჯახი! ბიზნესი და კომპანია რომელიც გაკოტრების პირას იყო! გაუქმებული კონტრაქტი, დაკარგული მილიონები, ჩამოწერილი საქონელი, დაყადაღებული ქონება, დავარდნილი აქციები!

გამოსავალი მეტად მარტივი იყო! გარიგებითი ქორწინება, ორივე მხარისთვის სხვადასხვა პირობებით! პაკები, რომლებმაც დაიბრუნეს აქციები, ჩამოწერილი საქონელი, დაფარეს ვალი, დაბრუნდნენ ინვესტორები, განაახლეს კონტრაქტები, დაიბრუნეს გავლენა, და კვლავ დაიბრუნეს კორეის ბაზარზე მოწინავე პოზიციები ! კიმები, რომლებიც მოიაზრებოდნენ როგორც აზიის ყველაზე გავლენიანი საგვარეულო! ერთადერთი მემკვიდრით. სწორედ ამიტომ მისი ყველა ნაბიჯი მკაცრად კონტროლდებოდა, ყველაფერი კარგად მიდიოდა და თეჰიონიც კარგად ართმევდა თავს ბიზნეს სამუშაოებს! მამამისიც ძალზედ კმაყოფილი იყო, მანამ სანამ არ გაიგო ვინ იყო მისი შვილის ჭეშმარიტი, ადამიანი რომელთანაც მის შვილს უნდა ეცხოვრა, იცოდა თეჰიონი ჭეშმარიტს არ დათმობდა, იცოდა ყველაფერი აირეოდა! იცოდა წარსული გამოიქექებოდა, ამიტომ თეჰიონი თავისთან დაიბარა და განუცხადა რომ ჯიმინთან საქორწილო კონტრაქტი უნდა დაედო! ქონტრაქტის თანახმად თეჰიონი ქორწინების წამიდან სრულ უფლებიანი მმართველი იქნებოდა , მაგრამ ფორმალობების თანახმად ზუსტად სამი თვე სჭირდებოდა მამამისის კომპანიიდან გასვლას, და თეჰიონის მმართველობის დაწყებას.

💫 ℙ𝕒𝕤𝕤𝕚𝕠𝕟 𝕊𝕙𝕒𝕕𝕠𝕨𝕤 💫(დასრულებული)Where stories live. Discover now