Part 1

2.8K 139 521
                                    

ირგვლივ სრული ქაოსია! ერთი შეხედვით დალაგებული, გაწონასწორებული საზოგადოება, რომელიც ასე მშვიდად დაიარება ვილის ეზოში, თეთრი ვარდებით მორთულ გარემოს ათვალიერებს, ჭიქიდან შამპანიურს წრუპავს და საღამოს დაწყების მოლოდინში ერთმანეთში უინტერესო თემებს ცვლიან, შენთვის სრულ ქაოსს წარმოადგენს!

ჯიმინი თავისი ოთახის ფანჯრიდან აკვირდება მათ, თუმცა მის მხედველობას მხოლოდ გაცრეცილი უფორმო მატერიის აღქმა ძალუძს! ვინ იცის შეიძლება ეს იმ ცრემლების ბრალია ყველაფრის მიუხედავად თვალებიდან ასე მხურვალედ რომ მოედინება! ზოგიერთი ჩვენგანისთვის უბრალო მარილიანი სითხე რომელიც მწუხარების ან გადაჭარბებული ემიციების დროს გრძნობების გამოსახატავად ვიყენებთ, მისთვის ახლა ნამდვილ ლავას წარმოადგენს რომელიც თვალებიდან უწყვეტად მოედინება! თვალებიდან როგორც მარგალიტები ისე სცვივა მაგრამ ჯიმინს გონია რომ წვავს! გონია რომ სახე ეშანთება! ორგანიზმი უხურს. უნდა შეჩერდეს! მოიშოროს ეს მწველი მარილიანი სითხე, მან ხომ იცი, ხომ იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ის არ ატკენს! არასოდეს ატკენს! ეს ყველაფერი მალე ჩაივლის! უბრალოდ უნდა უყვარდეს და მის გვერდით იყოს, მერე ყველაფერი გამარტივდება. ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა არა? თუმცა ვაი რომ ეს ტყუილია!

ომეგა მძიმედ ოხრავს და მინას მიყრდნობილ შუბლს ძალით აწიწკნის! უნდა მოემზადოს, დაგვიანება არ შეიძლება! ეს ხომ მისი საღამოა, ხალხი აქ მის გამო მოვიდა! მათ ჯიმინის სახეზე ღიმილი უნდა ნახონ! ფართო, გაცისკროვნებული ღიმილი, ყველაზე გადამდები ღიმილი ცხოვრებაში რომლის პატრონიც ომეგაა, მაგრამ ვაი რომ ესეც ტყუილია! ჩვენ ხომ არასოდეს ვიცით რა იმალება რეალურად ღიმილის უკან! თუმცა ჯიმინი ძლიერია! ის არ გატყდება, არ მიცემს ამ მოყაყანე ბრბოს უფლებას მისი სისუსტე ნახოს, ის იქ გავა, ჭკუის დაკარგვამდე ლამაზი იქნება! დადგება ალფის გვერდით, მისი ალფის გვერდით! დაანახებს ხალხს იმას რისთვისაც აქ მივიდნენ! დაანახებს ჟურნალისტებს მის ბენიერებას! მათ სიყვარულს! და ხვალ, მთელ ქვეყანას ეცოდინება , რომ კორეის ყველაზე სიმპატიური ალფა და ყველაზე მიმზიდველი ომეგა ერთი მთლიანობა გახდა .

💫 ℙ𝕒𝕤𝕤𝕚𝕠𝕟 𝕊𝕙𝕒𝕕𝕠𝕨𝕤 💫(დასრულებული)Where stories live. Discover now