part 5

667 80 304
                                    

ჯიმინს უკვირს, რა სჭირს ალფას დილიდან, უფრო სწორედ გუშინდელი საუბრის მერე! თეჰიონი ჯერ საწოლში ბორგავდა მოუსვენრად მთელი ღამე. დილაადრიან ლამის სულ გამოუძინებელი სარბენად მიდის, ორი საათის შემდეგ გაოფლილი ბრუნდება. დანარჩენ დღეს კი თითქმის სააბაზანოში ატარებს!

ჯიმინი აკვირდება როგორ დარბის თეჰიონი სახეზე ნიღბებით! რაღაც ხსნარებით და უჩვეულოდ აპრიალებული კანით! უკვე მოწესრიგებული კი სარკის წინ დგება სხვადასხვა პოზებს იღებს! გვერდულად დგება და ხელებს ჭიმავს, შემდეგ მაისურს იწევს და მის მუცელს ათვარიელებს, არარსებული პრესის მოლოდინში, და როცა ზედ მკრთალად არსებულ კუბიკებს ამჩნევს უზომოდ გახარებული ბრუნდება ჯიმინისკენ შეფასებისთვის!

ომეგა განგებ წელავს დროს! ვითომ გამჭოლად აკვირდება ალფის სხეულს! მეტი ეფექტისთვის თითებს ნიკაპზე იტარებს და წარბებს ქაჩავს!

-ნუუუ შედეგი არის! ფაქტია - თითს წევს ომეგა! - მაგრამ თეჰიონ შენ ცხვირზე არსებული ხალი, კილიმეტრებიდან უფრო ადვილი დასანახია, ვიდრე ეგ ვითომ პრესი მილიმეტრებიდან! - იცინის ომეგა და მისდაუნეებურად ალფის გულის ტკივილს იწვევს!

- გადავწყვიტე! ვარჯიშს ვიწყებ! -ომახიანად ამბობს ალფა და ჯიმინის დამცინავ ჩაცინებას გულმოდგინედ აიგნირებს ! - მერე ხომ მაინც ჩავჯდები შენ გემოვნებაში! - ბურტყუნებს თავისთვის თეჰიონი, მაგრამ ჯიმინს მაინც ესმის და მოულოდნელად სერიოზულდება!

-არც კი გაბედო - წიკვინებს ომეგა! - ვერ ავიტან ჩემი ქმარი სხვა ომეგებმა თვალებით შეჭამონ! იცოდე არ მანერვიულო ბავშვისთვის ცუდია! ... და ხო ჩემ გემოვნებაში მაინც არ ჩაჯდები!

-უკვე ფეხმძიმედ ხარ? -ინტერესდება ალფა! და ჯიმინის ვითომ რეპლიკებს კვლავ აიგნორებს!

-ჯერ არა, ახლა უნდა წავიდე ჯინთან, - ოხრავს ომეგა - თეჰიონ რომ არ დამთანხმდეს? -ნერვიულობს ომეგა!

💫 ℙ𝕒𝕤𝕤𝕚𝕠𝕟 𝕊𝕙𝕒𝕕𝕠𝕨𝕤 💫(დასრულებული)Where stories live. Discover now