part 6

649 81 303
                                    

კრიტიკულ მომენტში ადამიანი გარეგან მტერს კი არ ებრძვის, არამედ თვით მის სხეულში მყოფს!

საუბედუროდ ჩახშობილი ემოციები არ კვდება,მათ აიძულეს გაჩუმება და ისინი შიგნიდან აგრძელებენ ადამიანზე ზემოქმედებას!

იუნგის საკუთარ თავთან მთელი ომის გადატანა უწევს, რომ მის შიგნით ამოფრქვეული ლავა გარეთ არ გამოუშვას! ლავა? სწორედაც რომ!ვულკანი მის ორგანიზმში ერთიანად იფრქვევა,და ომეგას სხეულს უვლის,არცერთ წერტილს არ ტოვებს,მთელ სხეულს უშანათანვს, ამაზე რეალურად ომეგას არაფერი არ შეუგრძვნია,მას შემდეგ რაც ალფის ბაგეებმა სიტყვა " ბავშვი" ახსენა, ომეგა ფაქტიურად მოკვდა! ბავშვი, შვილი, თეჰიონის სისხლი და ხორცი, არსება რომელსაც მისი მეუღლე გაუჩენს.

იუნგი ხელს მუცლისკენ აპარებს მაგრამ სწრაფადვე ჩერდება, არ უნდა ვინმემ შეამჩნიოს! გარედან უემოციოს, თითქოს გაყინულს, უკვე მოუსწრია სულიერად დამსხვრევა, სულ წამებში. ომეგა აანალიზებს რამდენად მარტოსულია! ადამიანი რომელიც მისი სამყაროს ცენტრი ეგონა, ამ წამს მისი მკვლელი გახდა!

მისი მეუღლე ორსულადაა! მათ ბავშვი ეყოლებათ! თეჰიონი მას ეხებოდა! კოცნიდა! ეალერსებოდა! ეფერებიდა!იუნგი იხსენებს იმ თითოეულ ალერსს, იმ თითოეულ ბიძგს .ვნებიან ღამეებს, არ უნდა იმის გაფიქრება, რომ ალფა იმავეს ამ ომეგასთან აკეთებდა. ამის წარმოდგენაზეც კი ომეგა გონებას კარგავს! საშინელი გრძნობაა როცა ადამიანებში ცდები, მითუმეტეს მათში რომლებიც ასე გულმოდგინედ გვაჯერებენ თავიანთ სიყვარულს, თავიანთ სითფოს, შემდეგ კი ყველაფერს მიჩვეულები ერთიანად გაცლიან მას! ჰო, სჩვევიათ ადამიანებს, უცნაური სილამაზით გაგეცნობიან და უცნაური, სიმახინჯით გტოვებენ.

ყველაფერი, რასაც ხედავ, შენი წარმოსახვაა, ყველაფერი, რასაც ხედავ ტყუილია. ამით ცოცხლობ იგონებ ცხოვრებას, რომელიც, არ არსებობს, სანამ თავადაც არ გაქრები. მაგრამ ომეგას არ სურს ეს! არ უნდა ეს მხოლოდ წარმოსახვა იყოს, სჭირდება ეს ყველაფერი რეალურად შეიგრძნოს, იმ ომეგის ადგილას უნდა ყოფნა, უნდა მიიღოს ის რაც ბუნებამ მას არგუნა! იუნგი გრძნობს პანიკის ტალღები როგორ უვლის, არ არის ძლიერი, ვერ შეძლებს ამას, ვერ აიტანს. უყუროს როგორ ეალერსება თეჰიონი მის მეუღლეს, მის თხელ მუცელს, როცა ამას თავადაც იმსახურებს. თავს გამოყენებულად გრძნობს, სრულიად ცარიელად, თითქოს გათელეს, დაანაწევრეს.

💫 ℙ𝕒𝕤𝕤𝕚𝕠𝕟 𝕊𝕙𝕒𝕕𝕠𝕨𝕤 💫(დასრულებული)Where stories live. Discover now