part 21

621 66 171
                                    

უხვად იფრქვროდა გრძნობები ამ წამს!

სინანული, სასოწარკვეთა, დაბნეულობა, ყველაფრის გაცნობიერებით გამოწვეული გულის ყრუ ტკივილი!

საკუთარ თავთან გამხელილი დანაშაულის გრძნობა, წლების შემდეგ ერთიანად დააწვა მხრებზე!
სხეულს აიძულა სიმძიმის ზეწოლისგან თავდახრილი, მხრებჩამოყრილი მდგარიყო კართან!

საიდან მოვიდა ეს სინანული?

ალბათ შვილის თვალებში დანახული სიხარულის, ბედნიერების და მისთვის უცხო, სიყვარულის სხივებისგან!

იმ სხივისგან მის დანახვაზე წამშივე რომ ჩაიფერფლა თითქოს!

მახვილი თვალი სწრაფად იჭერს კადრს, როგორი შიშით აპარებს თეჰიონი თვალს ოთახისკენ!სადაც ომეგა ეგულება სასუსნავებით ხელში,ხალიჩაზე გართხმული!

მხოლოდ წამიერად!

მაგრამ წამი საკმარისია გულზე გაჩენილი ღრმული უძირო ფსკერამდე გაიზარდოს! თუმცა ტკივილი ამ ფსკერს წამებში ავსებს! ნაპირებიდან გადმოდის! სხეულს, სისხლს უერთდება, თითოეულ ნაწილში ჯდება! ბლანტ უფერო მასად, ყელში გროვდება და სუნთქვა შეუძლებელი ხდება!

საკუთარი შვილის, საკუთარი სისხლის თვალებში აღბეჭდილი უნდობლობა კლავს ალფას!

საინტერესოა! ნეტავ ყოველთვის ასეთი იყო თეჰიონის გამოხედვა?

დასანანია რომ აქამდე ვერ შეამჩნია!

დასანანია რომ  უკან მობრუნებულს ხელში მხოლოდ სხვისი შემხმარი სისხლი შერჩება და არა ის ბედნიერი წამები თავის შვილთან, რომ უნდა გაეტარებინა წესით!

პირველი სიტყვა!
პურველი ნაბიჯები!
პირველი წარმატება !
პირველი სიყვარული!

თუმცა ალფას უკან მხოლოდ სისხლის კვალი მოსდევს! სქელი და ბლანტი! ფეხდაფეხ მდევი! ჭაობივით უძირო ! ყოველ წამს ჩათრევით, ჩახრჩობით ემუქრება ალფას!

💫 ℙ𝕒𝕤𝕤𝕚𝕠𝕟 𝕊𝕙𝕒𝕕𝕠𝕨𝕤 💫(დასრულებული)Where stories live. Discover now