part 10

640 80 322
                                    

სისულელეა ერთგულების გჯეროდეს, როცა მარტო მიტოვებაა მარადიული!

ჯეონ ჯონგუკი! ადამიანი რომელმაც ეს სიტყვები ირწმუნა! ადამიანი რომელიც ამ ლოგიკით მოძრაობს! ადამიანი რომელიც უფრთხის ყველას და ყველაფერს!

ეშინია?

კი!

ეშინია გრძნობების! მათი გამოხატვის ან თუნდაც განცდის! რა აზრი აქვს მიუძღვნა შენი არსება სხვას , როცა ის დაუფიქრებლად გადათელავს და გაანადგურებს მას!

არ სჯერა სიყვარულის, არ სჯერა ერთგულების, არ სჯერა მარადიულობის!

ამის საუკეთესო მაგალითი აქვს.... იუნგის სახით!

თეჰიონის სახით!

ჯიმინის სახით!

და ალფა მოხარულიც კია, სულელი თინეიჯერივით რომ არ ელოდა მას. მერე რა რომ ალფაა? იყო რაღაც მომენტი გუკის ცხოვრებაში, როცა უყურებდა მის ირგვლივ მყოფ წყვილებს, მათ ბედნიერ სახეებს, სიხარულით ანთებულ თვალებს, დამატყვევებელ ღიმილს! სწორედ ისეთს თავის მამიკოს რომ ამშვენებდა ხოლმე, მეუღლის  ჩახუტებისას, დანახვისას ან თუნდაც უბრალოდ სახლში დაბრუნებისას! სწორედ ის პერიოდია , როცა გუკი უყურებდა მათ და ფიქრობდა, ფიქრობდა როგორი იქნებოდა მისი მეწყვილე? ეყვარება ზუსტად ისე როგორც მის მამიკოს უყვარს? შეეგებებოდა ასეთი ღიმილით? უბრალოდ გაახარებდა მისი არსებობაც კი? ზუსტად ისე როგორც ეს თავის მამიკოს ახარებდა? ალფა ფიქრობდა რომ კი! ფიქრობდა რომ ეს იყო ჭეშმარიტის ეფექტი! სიყვარულის ძალა!

მაგრამ ყველაფერს აქვს ორი მხარე. დრო გადის, ხალხი იცვლება, იცვლება დამოკიდებულება, იცვლება შეხედულებები, და იცვლება ფიქრები!

შეცვლის დამაგვირგვინებელი მომენტი გუკისთვის 20 წლის ასაკში დადგა! მაშინ როცა ჭეშმარიტის გამოჩენას არა პირდაპირ, მაგრამ გულის სიღრმეში ოქროს სკივრში გამოკეტილი იმედივით ელოდა!

💫 ℙ𝕒𝕤𝕤𝕚𝕠𝕟 𝕊𝕙𝕒𝕕𝕠𝕨𝕤 💫(დასრულებული)Où les histoires vivent. Découvrez maintenant