First love [1]

1.2K 69 2
                                    

სკამზე ვზივარ და უთქმელი გრძნობებით ვიტანჯები. ვუყურებ ჩემს წინ მჯდომ წყვილს და გული ამოვარდნას მაქვს. შიგნით ყველაფერი საშინლად მტკივა და განვიცდი. როცა მას ეხება თავში უროები გრდემლს სცემენ და ექოსავეთ მთელ სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის. თავს სააინლად ვგრძნობ. თუმცა ვიცი, ვიცი რომ ეს ყველაფერი დავიმსახურე და აქ ჩემი დამსახურებით აღვმოჩნდი. მე ის არ დავაფასე. მე ის უგულველყავი. მე ის დავკარგე. ახლა კი ვზივარ და არაფრის კეთება არ შემიძლია. ყველაფერი კი რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

თექვსმეტი წლის ვიყავი როცა ცეკვის წრეში ჩავეწერე. ჩვენი ჯგუფი ბოლოს შეიქმნა ამიტომ ბევრნი არ ვიყავით. მე მათ შორის ყველაზე პატარა აღმოვჩნდი. ამტომ პირველივე დღიდან გაუცხოება ვიგრძენი. არ მინდოდა საუბარი და მხოლოდ საქმეზე ვკონცენტრირებდი. წევრები მაიძულებდნენ მათთან მეგობრობას ეს კი ორმაგად არ მომწონდა. განსაკუთრებით კი ჯიმინი. ის არაფრით ნებდებოდა. გამიდმებით ცდილობდა ჩემთან დაახლოებას. ამიტომ როგორმე,  რომ ჩამომეცილებინა დაცინვის გზას მივმართე. ჯიმინი მუდამ აქტიურობით გამოირჩეოდა. ყველასთან მეგობრობდა, ხუმრობდა, იცინოდა, ბევრ სისულელეს ლაპარაკობდა და მუდამ კარგ განწყობაზე იყო. მაშინ რატომღაც ეს ფაქტი საშინლად მაღიზიანებდა.

დროთა განმავლობაში თეჰიონს დავუახლოვდი. კარგი ბიჭი იყო თუმცა უცნაური. ყველაზე მეტად მას შევეწყვე. მაგრამ თეჰიონი ჯიმინის კლასელი და ახლო მეგობარი იყო. ამიტომ ხშირად მიწევდა ჯიმინის მხიარულების ატანა. რაც ნერვებს მიშლიდა.

ჯიმინი კარგი მოცეკვავე იყო. ამას არასდროს ვამბობდი თუმცა ბრმა არ ვიყავი ვერ დამენახა. ის და ჰოსოკი ჯგუფში საუკეთესოები იყვნენ. მაგრამ რატომღაც მისი მუდამ მხიარული ხასიათი ჩემზე უარყოფითად მოქმედებდა, ამიტომ მწარე რეპლიკებით ვავსებდი, რომ როგორმე ცოტახნით მოეკეტა. მაშინ ვერ ვიზარებდი რამდენად სულმდაბლური საქციელი იყო ეს. რამდენად ვტკენდი მას გულს და ვუმსხვრევდი თვითდაჯერებულობას.

First love Where stories live. Discover now