First love [10]

385 52 12
                                    

მანქანაში უხერხილობა ჩამოწვა. არვიცოდი საუბარი საიდან დამეწყო. ჯონგუკის სიტყვეა საშინელ მდგომარეობაში ჩამაყენა. იმას არ უარვყოფ, რომ რაც თქვა სიმართლეა არ შეესაბამებოდა. თუმცა ეს მას კი არა, მე უნდა გამეკეთებინა.

იმასაც ვფიქრობდი, რომ ჯონგუკმა ეს იმიტომ გააკეთა, რადგან იცოდა როგორი მხდალიც ვიყავი და რომ მე არ მეყოფოდა ამისთვის საკმარისი გამბედაობა. მაგრამ.. ვფიქრობ ჯერ ჩემთვის უნდა ეკითხა.

მართალია ისევ ჯონგუკი მიყვარს. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ კვლავ არ მატკენს გულს. რადგან მან ჯონგმინს ისე ცუდად მოექცა. ის დაუნდოებლი იყო, როცა ასეთ მტკივნეულ სიტყვებს უყოყმანოდ ეუბნებოდა. კარგად მესმოდა ახლა ჯონგმინის. მე მას ვიცნობ და ვიცი, რომ ის ამას არ იმსახურებდა. ყოველშემთხვევაში ჩემგან არა. 

ჰაერი ხმაურიანად ჩავისუნთქე და ამოვიოხრე. მინდოდა საუბარი დამეწყო, თუმცა გამბედაობას ვერ ვიკრეფდი.

-კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდი ჯონგმინ იმ უხერხულობისთვის.. დამწუხრებულმა გავხედე.

-საკმარისია ჯიმინ ამდენი ბოდიშები.. შენ არაფერი დაგიშავებია.. მსუბუქად გაიღიმა. ვიცნობდი ამ ღიმილს. მას ახლა სულაც არ ეღიმებოდა. თავს მაჩვენებდა, რომ კარგად იყო. სინამდვილეში კი ის უბრალოდ დამცირებული იყო ჩემი მეგობრის მიერ ჩემს თვალწინ.

-ჯონგუკს ზედმეტი მოუვიდა.. ამოვიოხრე და მინის იქეთ გზას გავხედე.

-მაგრამ ის მართალი იყო.. ასე არ არის ჯიმინ? ჯონგმინმა კვლავ ძალით გაიღიმა და გამომხედა.

-მხოლოდ იმაში, რომ შენს მიმართ გრძნობები არ მაქვს.. იქ წამოსვლა კი მისი დაჟინებული სურვილი იყო.. ახლა ვხდები ეს რატომაც გააკეთა.. რომ მცოდნოდა ასე მოხდებოდა ყველაფერი..

-ის ეჭვიანობს.. საუბარი გამაწყვეტინა. გაოცებულმა გავხედე.

-რა?

-ეს ისეთი აშკარაა.. ჩაიცინა. -ის შენზე ჭკუას კარგავს.. ხელი ნერვიულად გადაისვა კისერზე. ლოყები ერთიანად გამიხურდა.

First love Where stories live. Discover now