First love [7]

446 57 6
                                    

სამზარეულოში გამეფებული უხერხული სიჩუმე ტელეფონის ზარმა დაარღვია. ღმერთს მადლობას ვუხდიდი ამ ზარისთვის, რადგან ჯონგუკისთვის სათქმელი არაფერი მქონდა. ის ახლა მართალი იყო. ერთადერთი ადამიანი ვინც მასაც და საკუთარ თავსაც ტკენდა მე ვიყავი. ამიტომ მის კითხვაზე პასუხის გაცემას არც ვაპირებდი. თუმცა დარწმუნებული ვარ ყველაფერი ჩემს მზერაში ამოიკითხა. თავი დანანებით გააქნია და ამოიოხრა.

-უპასუხე.. მობილური ხელში ავიღე თუ არა სხეული ერთიანად დამეძაბა. ჯონგუკს აღელვებულმა შევხედე. მან კიდევ თითქოს ჩემს მზერაში ამოიკითხა ის რისი თქმაც მსურდა. -ის არის არა? მის ღიმილში იყო რაღაც უცნაური. თითქოს ამით კიდევ ერთი ტკივილი მივაყენე. ყელში გაჭედილი ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე. -უპასუხე.. კიდევ ერთი ნაძალადევი ღიმილი. ხელები ერთიანად გამიოფლიანდა. -ჯიმინ უპასუხე.. კიდევ ერთხელ გამახსენა. ხელის კანკალით გადავატარე ეკრანზე თითი.

-ჯიმინ.. ჯონგმინის ხმა მშვიდი და მხიარული ჩანდა. -როგორ ხარ?
-კარგად.. ჯონგუკს გავხედე შეწუხებულმა. მინდოდა მეთქვა, რომ მასთან საუბარი მეუხერხულებოდა. მაგრამ გამბედაობა ვერ მოვიკრიბე. ჯონგუკი კი ისე მყარად იჯდა, როგორც მივხდი ჩემი მარტო დატოვების სურვილი კიარა ჩვენი საუბრის მოსმენა სურდა. -შენ როგორ ხარ ჯონგმინ? ჩემს წინ მჯდომმა ჯონგუკმა სახელი ჩუმად გაიმეორა. თითქოს გემოს უსინჯავდა და ისევ დადუმდა. ინტენსიურ მზერას არ მაცილებდა რის გამოც ჯონგმინთან საუბრისას გახსნა მიჭირდა.
-ძალიან კარგად ვარ ჯიმინ.. ხომ არ დაგავიწყდა ხვალ, რომ რესტორანში მივდივართ? ლოკაციას გამოგიგზავნი..
-კი, მახსოვს.. შუბლი ინტენსიურად დავიზილე და ქვედა ტუჩზე ვიკბინე. სულ ამომივარდა თავიდან.
-გინდა გამოგივლი?
-არ შეწუხდე მე თვითონ მოვალ.. ენის ბორიკით მივაყარე ერთმანეთს სიტყვები. ჯონგუკის მზერისგან ერთიანად ამიხურდა სახე და ლოყები.
-დარწმუნბული ხარ?
-კი..
-ძალიან კარგი ჯიმინ.. ხვალ გნახავ..
-ხვალამდე ჯონგმინ.. გათიშვას ვაპირებდი როცა ჯონგმინმა მთელ ხმაზე იყვირა.
-იცი მომენატრე ჯიმინ.. ჯონგუკს აღელვებულმა შევხედე. სახეზე ერთდროულად რამდენიმე ემოციამ გადაურბინა. გაიგონა. ტუჩზე ვიკბინე და მზერა ავარიდე.
-ძილინების.. გავიღიმე ნაძალადევად.
-ძილინებისა ჯიმინ.. ტელეფონი გავთიშე. რამდენიმე წუთი ორივე ვდუმდით.

First love Onde as histórias ganham vida. Descobre agora