First love [2]

532 58 1
                                    

-ჰოსოკ.. ჯიმინი სად არის?
-რა?
-ჯიმინი სად არის? რატომ არ მოვიდა?
-ჯონგუკ რამდენი დალიე?
-რას ბოდავ ჰოსოკ კითხვაზე მიპასუხე!
-მე კიარა შენ ბოდავ! ახლა ჯიმინი ალბათ ატლანტიის ოკენის თავზეა, თვითმფრინავში ზის და მიფრინავს ამერიკაში! აქ რაუნდა?
-რა?!!! იყვირა ჯონმა და მაშინვე ყველას ყურადღება მასზე გადავიდა. ჯინმა კი მუსიკა გამორთო.
-რა ხდება? იკითხა თეჰიონმა.
-რა რა ხდება თეჰიონ?! იღრიალა ჯონგუკმა. -ჯიმინი სად არის?! თეჰიონმა თავი ფანჯრისკენ გაატრილა. მას პასუხი არ ჰქონდა. ეს ჯიმინის გადაწყვეტილება იყო.
-ვინმე გამცემს პასუხს მხოლოდ მე რატომ არ ვიცი რომ ის წავიდა?! უფრო უმატა ხმას ჯონმა.
-ეს მისი საქმეა.. მას ასე სურდა..
-მას ასე სურდა.. გაიმეორე ჯონმა და მწარედ ჩაიცინა.
-ყველანი მძულხართ.. თქვენ რანაირი მეგობრები ხართ საერთოდ?! ფეხებზე გკიდივართ.. ჭიქას მჭიდროდ მოუჭირა ხელი და ხელში ნაკუწებად აქცია. თეჰიონმა იკივლა და საშველად გაიწია. -არ მომეკარო.. ხელი ასწია შესაჩერებლად. ჩემგან თავის შორს დაიჭირე. კბილებში გამოსცრა. ნივთებს ხელი დაავლო და კარები გაიჯახუნა.

გზად მიმავალი ჯონი სისხლიანი ხელით მიაბიჯებდა დათოვლილ ქუჩებში და თეთრ ფიფქებს წითლად ღებავდა ადგილ ადგილ..
-რატომ ? რატომ ჯიმინ? როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი.. ნუთუ ამდენად უმნიშვნელო გავხდი შენთვის. ამოიოხრა და გულში მწვავე ტკივილი იგრძნო. სიცარიელე. აი რა ერქვა იმ ტკივილს რასაც ახლა ის გრძნობდა.

ჯონგუკი ორი კვირით გამოიკეტა სახლში და ყველას ჩამოშორდა. არ პასუხობდა ზარებს და სტუმრად მოსულ წევრებს კარს არ უღებდა. არავის დანახვა არ უნდოდა. საშინელ ბრაზსა და გულისტკივილს გრძნობდა. ნაიარევების მოშუშებას, რომელმაც ჯიმინმა და მისმა წევრებმა მიაყენეს საკმაო დრო წაიღო. ჯონმა მთელი არდადეგები მარტომ გაატარა. დასვენების დღეები დასრულდა. ჯონი იძულებული იყო გახდა ძველ საქმიანობებს დაბრუნებიდა.

First love Where stories live. Discover now