First love [8]

475 57 12
                                    

ჯონგუკი მთელი დღე თავზე დამტრიალებდა. თავს უხერხულად ვგრძნობდი. მინოდოდა მოსალოდნელი დაძაბული ვახშამი როგორმე გამეუქმებინა. რამდენჯერმე ვცადე ამ თემაზე საუბრის წამოწყება, თუმცა ჯონგუკი სულელი არ იყო. ხვდებოდა საითკენაც მიმყავდა ჩვენი დიალოგი. ამიტომ მაშინვე თავს არიდებდა და სხვადასხვა მიზეზებით არ მასრულებინებდა სათქმელს. ამის გამო, რამდენჯერმე ვიფიქრე ჯონგმინისთვის დამერეკა და მისთვის მეთქვა, რომ ვერ ვახერხებდი დღეს შეხვედრას. მაგრამ ამისთვის ჯერ მარტო დარჩენა მინდოდა, რომელსაც ჯონგუკი არაფრის დიდებით არაკეთებდა. პირად სივრცეს არ მიტოვებდა თითქოს ესეც წინასწარ იცოდა. ამასთანავე სერიოული მიზეზი მჭირდებოდა, რომ ჯონგმინი არ გამენაწყენებინა. თუ ვეტყოდი, რომ შეუძლოდ ვიყავი ჩემს სანახავად მოვიდოდა. თუ დაღლილობას ან სხვა მეგობარს მოვიმიზეზებდი უფიქრებდა, რომ ჩემთვის საკმარისად მნიშვნელოვანი არ არის. თავი ამდენი ფიქრისგან გამიხურდა. ჯონგუკი ისევ წყნარად იჯდა სამზარეულოში და ეწეოდა, თან თავის საყვარელ ყავას ეტანებოდა.

-დაძაბული ჩანხარ.. ჯონგუკმა ყავა ხმაურიამად მოსვა და მაგიდაზე დადო. სიგარეტს კიდევ ერთხელ გამოქაჩა და წარბებშეკრული სკამის საზურგეს მიეყრდნო. -რამე გაწუხებს? თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად და ლოყა მტევანში ჩავასვენე. მაგიდას დავყურებდი უაზროდ და ისევ მიზეზებს ვეძებდი რითაც შევძლებდი შეხვედრის გადადებას.
-ჯიმინ.. ჯონგუკი ახლოს გადმოიხარა. თითები ნიკაპის ქვეშ შემიცურა და სახე ამაწევინა. თვალებში დაჟინებით მიყურებდა. -ნერვიულობ არა? ნაზად გაიღიმა. თავი უნებურად დავუქნიე. -ასეც ვიცოდი.. უფრო ფართოდ გაიღიმა და ლოყებზე ნაზად წამეთამაშა. ამ ბოლო დროს ზედმეტად ზრუნავს ჩემზე და მეფლირტავება. ეს ყველაფერი გონებას საშინლად მირევდა. -ნუ გეშინია.. ყველაფერი კარგად ჩაივლის.. საჩვენებელი თითი ნაზად დამკრა ცხვირის წვერზე. თვალები დავახამხამე და გავსწორდი.

First love Where stories live. Discover now