First love [3]

493 60 6
                                    

ახალი წლის დილით ისევ ყველაფერი თოვლში გახვეულიყო. თოვლი ჯონგუკს ჯიმინს ახსენებდა, რადგან ჯიმინი მასზე  ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობდა. თუმცა ჯონგუკს ის არასასიამოვნო ფაქტად დაამახსოვრდა. ჯიმინმა ერთი წლის წინ სწორედ პირველი თოვლისას მიატოვა.

დარბაზში დათოვლილმა შეაბიჯა  და მხრებიდან ჩამოიფერთხა შერჩენილი ფიფქები. რამდენიმე საათიანი რეპეტიციის შემდეგ საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლეს. ჯონგუკი ზედმეტად ღელავდა. ჯიმინის ნაჩუქარ ყელსაბამს აკოცა და საკუთარ თავს წარმატება უსურვა. სცენაზე ასულმა თვალები მჭიდროდ დახუჭა და წარმოიდგინა, რომ ამ სოლოს მარტო კიარა ჯიმინთან ერთად ცეკვავდა, როგორც წინა წელს. ბოლომდე გადაეშვა მელოდიაში და მიენდო საკუთარ სხეულს.

ნახაზი დასრულდა დარბაზი მქუხარე აპლობისმენტებმა მოიცვა. ჯონგუკმა თავი დაუკრა. შემდეგ კი უცებ ნაცნობ ფიგურას მოჰკრა თვალი. ის აქ იყო. მაყურებელთა შორის იდგა კმაყოფილი და ბედნიერი სახით ტაშს უკრავდა. ჯონს ეგონა რომ ეს ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ამიტომ სევდიანად გაუღიმა და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა. თუმცა გამოსახულება ისევ იქ იდგა ისევ ისე უღიმოდა და ტაშს უკრავდა.

ჯონგუკი წევრებს მოშორდა და მისკენ მთელი ძალით გაიქცა. გზად ყველა ეხვეოდა და საშუალებას არ ძლევდნენ მალე მიაღწია დანიშნულების ადგილამდე. ცდილობდა მალე მოეცილებინა თუმცა თითქოს გამიზნულად უქმნიდნენ ბარიერს. რაც უფრო უახლოვდებოდა მით უფრო შეასუსტა მისკენ სწრაფვა და დაიწყო ფიქრი თუ რას ეტყოდა ეტყოდა ჯიმინს. სწორედ ამ ფიქრში მყოფმა უკვე მიაღწია მის სიახლოვეს და წინ აესვეტა.

-ჯიმინ.. მის ხმაში გაოცება იგრძნობიდა..
-ჯონგუკ.. ბიჭი ისევ ისე ნაზად უღიმოდა. ჯონგუკს კი თვალებზე  ბინდი ჰქონდა გადაკეული. სიხარულისგან თვალები აეცრემლა. ერთი ნაბიჯით გადაკვეთა მათ შორის მანძილი და ხელებს შორის მჭიდროდ მოიქცია.

First love Where stories live. Discover now