First love[5]

449 56 17
                                    

მანქანაში რამდენიმე წუთით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ჯიმინი გაურკვევლობაში იყო, ვერ ხვდებოდა ასე რატომ უბრაზდებოდა ჯონგუკი. თუმცა იაზრებდა, რომ ის მართალი იყო. წასვლამდე ჯონგუკი მასთან დაახლოებას ცდილობდა, თუმცა თვითონ იყო, ის ვინც დისტანციის შენარჩუნებისკენ ილტვოდა.

მოულოდნელად ფანჯარაზე კაკუნი გაისმა. ჯიმინი შეკრთა და შეშინებულმა გულზე მტევანი დაიდო. მინა ჩაიწია და ფანჯარაში თავი თეჰიონმა შემოჰყო.
-უჩემოდ აპირებდით წასვლას არა? ჰმმ.. გამკიცხავად მოჭუტა თვალები. ჯიმინმა კი მაშინვე ღვედი შეხსნა. თუმცა ჯონგუკმა მაშინვე ხელი ძლიერად დაუჭირა. ჯიმინს თვალები გაუფართოვდა და ჯონგუკს გაოგნებული მიაშტერდა, რომელიც თეჰიონს უღიმოდა.
-რა თქმა უნდა არა.. დაჯექი.. თავით ანიშნა უკანა სავარძლისაკენ. თეჰიონმაც საპასუხოდ გაუღიმა, უკანა კარი გამოაღო და დაჯდა. ჯიმინი უხერხულობამ შეიბყრო, რადგან ჯონგუკს მისი ხელი ისევ მჭიდროდ ეჭირა.

-თეჰიონ.. ახლა ჰოსოკმა შემოყო თავი გაღებულ ფანჯარაში.-თეჰიონ!
-აქ ვარ სულელო! ჩაიცინა თეჰიონმა.
-წამოდი.. ხომ დამპირდი, რომ ნივთების მიტანაში დამეხმარებიდი?!
-ხო რა თქმა უნდა, ჯანდაბა მაპატიე სულ ამომივარდა თავიდან. თეჰიონმა მსუბუქად შემოიკრა თავზე ხელი. ჩანთა გადაიკიდა და მანქანიდან გადავიდა. -მოგვიანებით გნახავთ ბიჭებო.. ხელის აწევით დაემშვიდობა, ჰოსოკს მხარზე გადახვია ხელი და შენობაში შევიდნენ.

ჯონგუკს ფანჯრის ამოწევისთანავე ღიმილიანი სახე წამში შეეცვალა და ჯიმინს სერიოზული მზერით მიაჩერდა. აფორიაქებული მანქანის სავარძელზე მიკრულიყო, მჭრელ მზერაზე ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თვალით კონტაქტის გაწყვეტა სცადა. ჯონგუკი მოულოდნელად მისკენ ახლოს დაიხარა, იმდენად ახლოს, რომ მალე ჯიმინის ტუჩები მის მოღერებულ ყელს შეეხებოდა. ჯიმინმა კი წამით სუნთქვაც კი შეწყვიტა. ჯონმა ღვედს მოკიდა ხელი, უკან დაბრუნდა და საგულდაგულოდ შეკრა.
-თუ არ ამოისუნთქებ გაიგუდები.. ჩაიცინა და საჭეს მიუბრუნდა. ჯიმინი თავიდან ბოლომდე სირცხვილის გრძნობამ აიტანა. ლოყები შეეფაკლა და მუხლები აუკანკალდა. ჯერ კიდევ უტრიალებდა გონებაში ჯონის სიახლოვისგან გამოწვეული სურნელი.

First love Where stories live. Discover now