First love [9]

412 57 16
                                    

ჯონგუკის ცხელი ტუჩების შეხება ყელს მიწვავდა. მისი სუნთქვა ჩემს კანზე მარგალიტებივით იბნეოდა. მისი მკლავები კი წელის ირგვლივ მჭიდრო ქამარივით მეკვროდა. თვალები დავხუჭე და სანატრელ ნეტარებას მივეცი. მეშინოდა. ძალიან მეშინოდა, რომ თუ თვალებს გავახელდი რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდებოდა. კიდევ ერთ გულის ტკენას ვერ გადავიტანდი.

-ჯონგუკ.. ჯიმინ.. თეჰიონის ხმა სადარბაზოში ექოსავით გაისმა. თვალები მაშინვე გამიფართოვდა. ჯონგუკს ხელი ძლიერად ვკარი და მისგან გვერდით გავხტი. -აქ რა ხდება? თეჰიონს სახეზე დაბნეულობა ეწერა.

სირცხვილისგან ერთიანად ავწითლდი. ჩემი გონება მთლიანად დანაშაულის გრძნობამ მოიცვა. თეჰიონი დღეს აქ იმიტომ მოვიდა, რომ მისთვის და ჯონგუკისთვის გამეცნო ბიჭი ვისაც ვხდებოდი. მე კი მის სანაცვლოდ ჯონგუკს ვაძლევდი უფლებას კუთხეთში მიმიმწყვდიოს. ალბათ მის თვალში საშინელი ადამიანი ვარ.

-რომ აღარ ჩამოხვედით ვიფიქრე რაღაც მოხდა.. თუ ხელს გიშლით შემიძლია წავიდე.. თეჰიონი დაბნეული ჩანდა. ხელებს უმისამართოდ ამოძრავებდა. მინოდა მისთვის მეთქვა, რომ ის არაფერ შუაშია და აქ მხოლოდ მე ვიქცეოდი ნამდვილი ნაბიჭვარივით, რომელიც ორპირობაში გამოიჭირეს. თუმცა ხმა ყელში გამეჩხირა.

-არაფერი თეჰიონ.. ჯიმინს კვლავ თავბრუდაეხვა ამიტომ მისი დაჭერა მომიხდა.. ასე არაა ჯიმინ? ჯონგუკს გაღიზიანებულმა გადავხედე. ახლა საერთოდ არ ვიყავი ხუმრობის ხასიათზე. თეჰიონმა დაბნეულმა ჯერ ჯონგუკს შეხედა მერე კვლავ მე.
-ახლა როგორ ხარ მინი?
-კარგადაა ნუ ღელავ.. კიდევ კარგი მასთან ვიყავი.. ჯონმა ორაზროვნად გადმომხედა. სახე და ყურები ერთიანად გამიხურდა. ჟაკეტი შევისწორე და სწრაფად ავუარე გვერდი ორივეს.
-წავიდეთ..

ეზოში ჩასვლისთანავე ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ფეხები ნერვიულობის გამო ჯერ კიდევ მიკანკალებდა. წინ მანქანა დავლანდე და მაშინვე მისკენ გავემართე. თეჰიონმა მძღოლის ადგილი დაიკავა მე კიდე უკან დავჯექი. მინდოდა ცოტა დავმშვიდებულიყავი იქ მისვლამდე, ამისთვის კი ჯონგუკისგან ცოტახნით დისტანცია მჭირდებოდა.

First love Où les histoires vivent. Découvrez maintenant