თავი 3

38 3 7
                                    

მე და სარა მისაღებ ოთახში ვართ და რაღაც საშინელებათა ჟანრის ფილმს ვუყურებთ, ცოტახანში შონი ჩამოვიდა

-წავედი მე

-სად მიდიხარ

-ამმ...სად და...სასეირნოდ

-შონ მენდეს რას მალავ

-არაფერს

-მაშინ გვითხარი სად მიდიხარ

-კარგი ხო...პაემანზე

-რა? სად? ვისთან ერთად? ვიცნობთ?

-კი

-ვინაა?

-ჯესიკა

-რაა?? ჯესიკა? ლიამის და?

-ხო

-ჰმ კარგი არჩევანია, წინას ჯობია

-მოგწონს?

-ამმ მგონი. არ ვიცი ის საყვარელია ლამაზი

-ოჰოო

-ლიამმა იცის?

-უნდა იცოდეს?

-რავიცი მისი დაა

-კარგი წავედი მე თორე დამაგვიანდება

ადგა და კარისკენ წავიდა

-ხო იცი უნდა მოგვიყვე რაც მოხდება

მიაძახა სარამ

შონმა არ გამოგვხედა შუა თითი აგვიწია და გარეთ გავიდა, ამაზე მე და სარას სიცილი აგვიტყდა

-ეჰ გაიზარდა ჩემი ძმა

-აბაა

-ეე მოკვდა

-რა? ვინ?

-ის გოგო

-რა?

ტელევიზორს შევხედე

-უი საწყალი, კაი გოგო იყო

-ხო

ფილმის ყურება გავაგრძელეთ, ცოტახანში სარამ მკითხა

-შენსკენ რა ხდება

ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია

-რა უნდა ხდებოდეს

-რავიცი, უკვე 2 კვირაა აქ ვართ, ვინმე არ მოგეწონა?

-არა

-გადი გარეთ, ნახე რამდენი სიმპატიური ბიჭი დადის

 you are my homeWhere stories live. Discover now