თავი 6

38 4 1
                                    

ეს ის შემთხვევაა როცა დილით კარგ ხასიათზე გავიღვიძე. ჯერ აბაზანაში შევედი, როცა გამოვედი კარადიდან თეთრი მაისური და შავი შორტი გამოვიღე. მაგიდიდან ტელეფონი ავიღე და ქვემოთ ჩავედი. სამზარეულოში გავედი სადაც სარა იყო და საჭმელს აკეთებდა, მასთან მივედი და ლოყაზე ვაკოცე

-დილამშვიდობისა

-დილამშვიდობისა, რა გჭირს?

-არაფერი, რატო მეკითხები?

-ბედნიერი ჩანხარ

-არ უნდა ვიყო?

-არა მაგას არ ვამბობ, უბრალოდ დიდი ხანია ასეთი არ მინახიხარ

-კარგად ვარ, უბრალოდ შენ თქვი რომ აქ ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდი, ამიტომაც გადავწყვიტე რომ მეც იგივე ვქნა.  ახალ ცხოვრებას დავიწყებ, ბედნიერი ვიქნები. თან არამგონია დედაჩემს ნდომებოდა ჩემი ცუდად ყოფნა

-მიხარია რომ ეგ გადაწყვიტე, შენით ძალიან ვამაყობ და დარწმუნებული ვარ ჯოც ამაყობს

სარას გავუღიმე

-შონი წასულია?

-აჰ არა სძინავს

-ჯესიკა და ლიამი გუშინ გვიან წავიდნენ?

-შენ რომ მოხვედი ერთი საათის შემდეგ, რატომ არ ჩამოხვედი?

-დაღლილი ვიყავი ოთახში როგორც კი ავედი მაშინვე დამეძინა

-რამ დაგღალა

-შენ

-აუჩ მეწყინა

-გადაიტან

სარამ შუა თითი ამიწია

-რაზე ლაპარაკობთ?

-შენზე

-ჰაჰა რა სასაცილოა

-დღეს რას აპირებთ

-მე და ჯესიკას პაემანი გვაქ

-კარგი და შენ

-კლუბში მივდივარ დანარჩენებიც იქნებიან და იმედი მაქვს შენც წამოხვალ

ტელეფონი ამოვიღე და ჰარის მივწერე

"-ჰეი დღეს კლუბში მიდიხარ?"

 you are my homeWhere stories live. Discover now