თავი 16

50 5 17
                                    

საწოლში ვწევარ და მძინარე ჰარის ვუყურებ. ტუჩები ოდნავ შეხსნილი აქვს, თმები თვალებზე აქვს ჩამოყრილი, ხელით გადავუწიე, რაზეც თვალების გახელა დაიწყო

-ჰეი

-დილამშვიდობის

-ბოდიში არ მინდოდა შენი გაღვიძება

-სიმართლე რომ გითხრა უკვე რამდენიმე წუთია რაც მღვიძავს

-ვერ გიტან

-მეც მიყვარხარ

ეს რომ მითხრა ღიმილი ვერ შევიკავე

-მიყვარხარ

-მოდი ჩემთან

ჰარისკენ მივიწიე და თავი მკერდზე დავადე მან კი ხელები მომხვია. თავზე მაკოცა და ხელით თმებზე დაიწყო წვალება, მე კი მის პეპლის ტატუს თითით ვეფერებოდი.

-არ ავდგეთ?

-ცოტახანი ვიყოთ

რამდენიმე წუთში ჰარის ტელეფონმა დარეკა. ჰარი ოდნავ წამოჯდა, საწოლთან მდგარი პატარა კომოდიდან ტელეფონი აიღო, მკერდზე მიმიხუტა და ზურგზე დამიწყო ხელის სმა

-ვინ არის?

-ზეინი

ჰარიმ ტელეფონს უპასუხა

"-რა გინდა ზეინ?"

არ მესმოდა ზეინი რას ამბობდა

"-ახლა?"

"-კარგი მოვალ"

-პატარავ უნდა წავიდე ზეინს ჩემი ნახვა უნდა

-ყველაფერი კარგადაა?

-კი

-კარგი

ჰარი ადგა ჯერ აბაზანაში შევიდა შემდეგ უკან დაბრუნდა კარადასთან მივიდა და ტანსაცმლის ძებნა დაიწყო

-რომელი

ჰარიმ თეთრი და ლურჯი ჰუდი მაჩვენა

-ლურჯი

ჩაცმა დაამთავრა სარკესთან მივიდა და თმების გასწორება დაიწყო. შემდეგ ჩემთან მოვიდა დაიხარა და მაკოცა

-საღამოს ნაილთან ვიკრიბებით და იქ გნახავ

-კარგი

 you are my homeWhere stories live. Discover now