თავი 9

37 3 9
                                    

                     ჰარი pov
დილას 11 საათზე გავიღვიძე. აბაზანაში შევედი, როცა გამოვედი შავი ჰუდი და შავი ჯინსის შარვალი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. სამზარეულოში შევედი და ბლინების კეთება დავიწყე. ჭამას რომ მოვრჩი ტელეფონი ავიღე და ლუის მივწერე, რამდენიმე წუთი ვიცადე მაგრამ არ მომწერა, ამიტომაც გადავწყვიტე რომ მასთან წავსულიყავი, ოთახში ავედი, თმები გავიმშრალე და შევიკარი, სახლიდან გავედი, მანქანაში ჩავჯექი და ლუის სახლისკენ წავედი. კარზე დავაკაკუნე კარი კი შონმა გამიღო. ჯანდაბა

-ჰეი ჰარი აქ რას აკეთებ?

სახლში შევედი

-გამარჯობა შონ, ლუისთან მოვედი სახლშია?

-კი თავის ოთახშია მგონი ისევ სძინავს

თავი ძლივს შევიკავე რომ არ გამღიმებოდა

-ამ კარგი

-დავუძახო?

-არა მე ავალ

-კარგი, კიბეებიდან მარცხნივ პირველი კარი

თავი დავუქნიე და ზემოთ ავედი. კარზე დავაკაკუნე, ხმა რომ ვერ გავიგე კარი გავაღე და შიგნით შევედი. ლუი მუცელზე იწვა, თავი ბალიშზე ედო ხელები კი ბალიშზე ჰქონდა შემოხვეული, მარცხენა ფეხი კი მოხრილი ქონდა. ამაზე გამეღიმა, რატომღაც მომინდა რომ ფოტო გადამეღო და ასეც მოვიქეცი. როცა გადავუღე მასთან მივედი, საწოლზე დავჯექი ზურგზე ხელი გადავუსვი შემდეგ კი ვაკოცე, კოცნებით კისრამდე ავედი, მალე კი მან თვალები გაახილა როცა დამინახა გაეღიმა

-დილამშვიდობისა ძილის გუდავ

-დილამშვიდობისა, აქ რას აკეთებ

-მომენატრე

ლუი საწოლზე წამოჯდა და მაკოცა რაშიც რა თქმა უნდა ავყევი, ტუჩზე ვუკბინე რაზეც ამოუკვნესა და პირი გააღო მე კი ამით ვისარგებლე და ჩემი ენა მის პირში შევასრიალე.
კოცნა სარას ხმამ გაგვაწყვეტინა რომელიც კიბეებიდან მოდიოდა.
აქ აპირებდა შემოსვლას ამიტომაც სწრაფად ავდექი საწოლიდან და იქვე მდგომ მაგიდას მივეყუდე

 you are my homeDonde viven las historias. Descúbrelo ahora