თავი 10

43 3 7
                                    

-მზად ვარ

-რა?

-მზად ვარ ლუ, მზად ვარ რომ ყველას ვუთხრა რომ გეი ვარ

-სერიოზულად?

-კი

ჰარისკენ მივიწიე და წამიერად ვაკოცე

-პატარავ შენით ძალიან ვამაყობ

-შენი თავითაც უნდა იამაყო რადგან შენ რომ არა ამის გაკეთებას ვერ გავბედავდი

-ანუ მზად ხარ რომ ყველას უთხრა შენზე?

-კი, 5 წელზე მეტია რაც ამას ვმალავ დროა რომ მათ გაიგონ სიმართლე

-როდის ეტყვი

-დღეს და მინდა რომ შენც იქ იყო და...

-და რა

-ლუ მინდა რომ ჩვენზეც ვუთხრათ
თუ რათქმაუნდა შენც გინდა

-მინდა

რამდენიმე წუთის განმავლობაში ვეხუტებოდით ერთმანეთს

-ანუ შეყვარებულები ვართ?

ჰარიმ გაიცინა ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და ტუჩემზე მაკოცა

-შეყვარებულები

-წავიდეთ?

-ცოტახანი კიდევ დავრჩეთ გთხოვ

-კარგი

ჰარი სკამზე დაჯდა

-მოდი აქ

მივედი და ჰარის გვერძე დავჯექი. ჰარიმ წელზე ხელი შემომხვია და მისკენ მიმწია. მე თავი მკერდზე დავადე. მალევე კი სახლში წავედით, სანამ წავიდოდი ჰარიმ მითხრა რომ საღამოს მის სახლში მივსულიყავი დანარჩენებიც იქ იქნებოდნენ, მათთვის ჩვენზე თქმას ვაპირებთ. სახლში შევედი, როგორც ჩანს სარა და შონი არ არიან სახლში. ოთახში ავედი ტანსაცმელი გავიხადე და საწოლში შევწექი, ჯერ 4 საათია ჰარისთან კი 7ზე უნდა წავსულიყავი ამიტომ დაძინება გადავწყვიტე.
  როცა გავიღვიძე 6ის ნახევარი იყო, ტელეფონი ავიღე ინსტაგრამზე შევედი. 7 ის ნახევარზე მომზადება დავიწყე. თეთრი მაისური, შავი ჯინსის მოსაცმელი და ჯინსის შარვალი ჩავიცვი. ტელეფონი და საფულე ავიღე. ოთახიდან გავედი როცა სარა დავინახე რომელიც თავისი ოთახიდან გამოდიოდა

 you are my homeWhere stories live. Discover now