თავი 4

51 5 5
                                    

-სად მივდივართ?

-კლუბში

-კარგი და ვინები?

-ყველა

-ანუ

-მე, შენ, შონი, ლიამი, ზეინი, ნაილი, ჯესიკა და ჰარი

-იქნებ არ მინდა წამოსვლა

-გინდა

-კარგი ხო რომელზე მივდივართ?

-9ისკენ

-კარგი, ახლა კი გადი ოთახიდან მეძინება

-რა დროს ძილია ადექი

-სარა დილის 9 საათია

-10

-რა მნიშვნელობა აქვს, მეძინება

-ოო კარგი ხო

სარა გასვლას აპირებდა როცა შემობრუნდა

-ხო მართლა ცოტახანში მე და შონი წასვლას ვაპირებთ

-სად?

-შონი ლიამს და ნაილს უნდა გაყვეს სადღაც მე და ჯესიკა კი მაღაზიებში ვაპირებთ გასვლას ტანსაცმელი უნდა ვიყიდოთ

-კარგი

-ასე რომ სახლში მარტო იქნები

-პატარა ბავშვი არ ვარ სარა

-ჩემთვის ხარ

სარას შუა თითი ავუწიე მან გაიცინა, შემდეგ იგივე გააკეთა და ოთახიდან გავიდა

მე კი ძილი გავაგრძელე

________

საწოლზე წამოვჯექი თვალებზე ხელი მოვისვი, საწოლის გვერძე მდგომი მაგიდიდან ტელეფონი ავიღე და საათს დავხედე, პირველი საათი იყო, ავდექი ნაცრისფერი სპორტულები ჩავიცვი და სააბაზანოში გავედი, შემდეგ ისევ ოთახში დავბრუნდი ტელეფონი ავიღე და ქვემოთ ჩავედი. სახლში სიჩუმეა რაც იმას ნიშნავს რომ შონი და სარა წავიდნენ. სამზარეულოში შევედი მადუღარაში წყალი ჩავასხი და ყავა გავამზადე, შემდეგ კი დავისხი, ჭიქით მისაღებში გავედი და დივანზე დავჯექი ტელეფონი ავიღე და ინსტაგრამზე შევედი, მალევე მომწყინდა ტელევიზორი ჩავრთე და რაღაც უაზრო ფილმის ყურება დავიწყე, ფილმიც მალევე მომბეზრდა არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ცოტახანში გადავწყვიტე რომ გარეთ გავსულიყავი. ოთახში ავედი სპორტულები გავიხადე, კარადიდან მწვანე მოკლემკლავიანი მაიკა გამოვიღე და შავი შარვალი, ფეხზე კი მწვანე ბოტასები ჩავიცვი, ტელეფონი და საფულე ავიღე და გარეთ გავედი. სახლის კარი დავკეტე და წავედი. არ ვიცოდი სად მივდიოდი უბრალოდ გზაში დავბოდიალობდი მალევე ერთ პატარა კაფესთან გავჩერდი, წასვლას ვაპირებდი როცა ნაცნობი ხმა გავიგე

 you are my homeWhere stories live. Discover now