თავი 17

43 4 0
                                    

*24 დეკემბერი*
*ლუის დაბადების დღე*

დილას გავიღვიძე. ჰარი საწოლში არ იწვა

-ჰარი

დავუძახე

-ჰარი

ისევ ვაპირებდი დაძახებას როცა საწოლზე პატარა ქაღალდი დავინახე, ავიღე და გავხსენი. ქაღალდზე ეწერა

"ორ საათზე ჩვენს ადგილას მოდი❤️"

გამეღიმა. საწოლიდან ავდექი და კარადიდან სპორტულები გამოვიღე და ჩავიცვი. შემდეგ სააბაზანოში შევედი. მერე კი ქვემოთ ჩავედი. ჯერ 12 საათი იყო ამიტომაც ტელევიზორის ყურება გადავწყვიტე. ბევრი ძიების შემდეგ მეგობრები ჩავრთე.
1 საათის შემდეგ ტაქსი გამოვიძახე, მართალია პარკი ახლოსაა მაგრამ გარეთ სიცივეა ამიტომაც ფეხით წასვლა არ მინდა.

ოთახში ავედი და მომზადება დავიწყე. კარადასთან მივედი თეთრი მაისური შავი შარვალი და თეთრი ფეხსაცმელები ჩავიცვი. ასევე შავი მოსაცმელი. საფულე და ტელეფონი ავიღე და ქვემოთ ჩავედი. სახლიდან გავედი და კარი ჩავკეტე. ტაქსი უკვე მოსული იყო ჩავჯექი და პარკისკენ წავედი. მალევე მივედით. ტაქსისტს ფული გადავუხადე და წავიდა. უკან მივტრიალდი და ჰარი დავინახე

-ჰარი?

-ჰეი

მასთან მივედი ხელები კისერზე მოვხვიე, ფეხის წვერებზე ავიწიე და ვაკოცე.

-მოგენატრე?

-კი

-მეც ახლა კი წამო ზევით ავიდეთ

-კარგი

-მაგრამ სანამ ზემოთ ავალთ მინდა რომ ეს გაიკეთო

ჰარიმ შავი ნაჭერი მაჩვენა

-სერიოზულად?

-კი

-კარგი რა

-გეყოს წუწუნი

ჰარი ჩემს უკან დადგა, სახვევი თვალებთან მომიტანა. როცა შეკვრა დაასრულა კისერზე მაკოცა შემდეგ კი ხელი მომკიდა და ზემოთ ასვლა დავიწყეთ.

 you are my homeWhere stories live. Discover now