Your stubbornness

321 42 18
                                    

- იუნგი, ნუ ჯიუტობ და გამოდი, თორემ გეფიცები შემოვამტვრევ ამ კარებს,- ორმოცდახუთი წლის ალფა, სახელად ლინკი, რომელსაც საყვარელი მეუღლე და ორი შვილი ელოდება სახლში, უკვე საათ - ნახევარია დგას კვონების მანსიონში ერთ - ერთი ოთახის წინ და ცდილობს მოუსვენარი ომეგა იქიდან გამოიყვანოს.

უკვე ცხრა წელია, რაც ლინკი მინის შვილების მთავარი დაცვის წევრია. სინამდვილეში, უფროსი ვაჟის, ჯინის დაცვაა, რადგან იუნგი საკუთარ თავზე 'ზრუნავს'. ყველაფერი თავიდანვე ასე არ ყოფილა. თავად იუნგის მამა და ყველა მის გარშემო ძალიან დაიღალა ომეგის უაზრო გამოხტომებით, ამიტომაც ისინი უბრალოდ ყურადღებას აღარ აქცევენ მას. იუნგიმ ძლივს დაამთავრა სკოლა. ომეგამ კატეგორიულად იუარა სწავლის გაგრძელება, სამაგიეროდ ტატუს შემსწავლელ კურსებზე დაიწყო სიარული და გადაწყვიტა, რომ მომავალში ტატუ არტისტი გახდებოდა. იდეები, როგორც ყოველთვის, მუდამ აწუხებდა იუნგის, ამიტომაც მალევე მოსწყინდა და კურსები მიატოვა, სამაგიეროდ გიტარის შესწავლა დაიწყო. შემდეგ იყო მაკიაჟის კურსები, ცეკვა და ვეტერინარობის სწავლის მცდელობაც კი, მაგრამ უშედეგოდ, საბოლოოდ ყველაფერი სწყინდებოდა და თავს ანებებდა. მიუხედავად ამისა, მამის კავშირებით და პოზიციით იუნგიმ მაინც შეძლო ქალაქის საუკეთესო უნივერსიტეტში მოწყობა, სასწაულებრივად, იუნგი აქაც მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა, თუმცა ოთხი წლის შემდეგ, მაინც შეძლო დიპლომის აღება.

საკუთარი სახელის გარდა, იუნგის ხშირად ესმის ფრაზა, რომელსაც თითქმის მთელი ცხოვრებაა უმეორებენ: "არასწორი ომეგა ხარ". თავიდან იუნგი საშინლად ღიზიანდებოდა, როცა მამისგან და მისი ძმისგან ეს ფრაზა ესმოდა, თუმცა მალევე შეეჩვია და სადღაც გულის სიღრმეში ამით ამაყობდა კიდეც. იუნგის არასდროს უცდია, რომ კარგი ომეგა გამხდარიყო და ზოგადად, მას ომეგის მხოლოდ გარეგნობა აქვს. იუნგი სიმპათიურია, ეს კი მაშინ გაიაზრა, როდესაც ცამეტი წლის ასაკში ალფების ყურადღების ცენტრში მოექცა და ხშირად პოულობდა კიდეც თავისი სკოლის საკეტში საჩუქრებს, რომლებიც ნელ-ნელა იზრდებოდა და აღარც კი ეტეოდა. თექვსმეტი წლის ასაკში ის უკვე გარშემორტყმული იყო ალფებით. ომეგა ხშირად იცვლიდა თმის ფერსა და სიგრძეს, თუმცა გარეგნობისთვის რაც არ უნდა ექნა, მაინც ყოველთვის სიმპათიური იყო. იუნგი საკუთარი გარეგნობით ზედმეტად კმაყოფილიც კია, თუმცა პრობლემას მისი სიმაღლე წარმოადგენს. გულის სიღრმეში ის ყოველთვის ეჭვიანობდა ჯინის სიმაღლეზე, მის გვერდით თავს პატარა გნომად გრძნობს. იუნგის არჩევის საშუალება რომ ჰქონდეს, აუცილებლად ალფად დაბადებას ამჯობინებდა, რადგან მათთვის ბევრად უფრო მარტივია თანამედროვე საზოგადოებაში გადარჩენა, ვიდრე ომეგებისთვის, რომელთათვისაც უამრავი წესი არსებობს. მშვიდად იღებს იმას, რაც არის და აწესებს წესებს თამაშში, სახელწოდებით "სიცოცხლე". არა, ის ნამდვილად არ ზის ფანჯარასთან და არ ელოდება ალფას, რომელზეც დააქორწინებენ, იუნგი მას საერთოდაც არ ეძებს. უკვე ოცი წლისაა და ის, როგორც მამამისი ამბობს, ცხოვრებას უაზროდ ფლანგავს. არც ერთი წვეულება ქალაქში, არც ერთი გახსნა - იქნება ეს კლუბები, რესტორნები თუ ელიტარული შეკრებები, არ ჩატარებულა იუნგის გამოჩენის გარეშე. ის ყველგან სასურველი სტუმარი და კომპანიის სულია. იუნგის ყოველი ქცევა თითქმის ალფების იდენტურია. თუ მას სექსი უნდა, მას ექნება. ამიტომაც ახლო მეგობრებისგან ხშირად გაუგია დამცინავი კომენტარები, რომ იუნგი ალფებს ისე ექცევა, როგორც ისინი ექცევიან სხვა ომეგებს და ამის გამო ნამდვილად არ აწუხებს სინდისი. მან იცის, რომ მის ოჯახს უკვე ჰყავს მაღალი, სიმპატიური, ერთი სიტყვით - სრულყოფილი ომეგა და ეს მისი ძმაა. ჯინი ოცდასამი წლისაა და უკვე ქვეეყნის ერთ - ერთი ყველაზე ლამაზი ომეგაა. ჯინი ევროპაში არქიტექტურის სკოლაში სწავლობდა და ახლა ის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ერთ - ერთ პროექტზე მუშაობს. თავისი დახვეწილი სტილისა და სიმპატიური გარეგნობის წყალობით მან არაერთხელ დაამშვენა ქვეყნის წამყვანი ჟურნალების გარეკანი. ამიტომაც იუნგიმ, გულის სიღრმეში, დაარწმუნა საკუთარი თავი რომ ჯინის სახით მის ოჯახს ჰყავს ადამიანი, რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრში მოექცევა და მის ფონზე იუნგის არ ყოფნა, არც თუ ისე შესამჩნევი იქნება. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, რაც მან დააშავა, დარწმუნებულია, რომ ის და მისი ძმა მაინც თანაბრად უყვართ.

Monster in meWhere stories live. Discover now