Your war

235 28 8
                                    

იუნგიმ არ იცის რამდენ ხანს იწვა ცივ იატაკზე. ომეგა ცხელ შხაპს იღებს, უზარმაზარ პირსახოცში ეხვევა და დიდი გაჭირვებით ადგამს ფეხებს, თავს ძლივს იკავებს, რომ არ დაეცეს და საძინებელში შედის. იუნგი როგორღაც ახერხებს ტანსაცმლის ჩაცმას, სკამზე ძვრება და ცდილობს თავიდან აიცილოს კიდევ ერთი მოსალოდნელი ისტერიკული შეტევა. კარზე კაკუნი ისმის. ომეგას იმის ძალაც კი არ აქვს რომ "შემოდი" თქვას. სტუმარი რამდენიმე წამს იცდის და ნებართვის გარეშე შედის. ოთახში კაილი შემოდის, ომეგასთან ერათად, რომელსაც მისთვის საკვები მოაქვს. კაილი იუნგისთან მიდის, ხოლო ომეგა ოთახის დასუფთავებასა და თეთრეულის შეცვლას იწყებს. იუნგი საწოლისკენაც კი ვერ იხედება. ყველაფერი, რაც მასზე გუშინ ღამით მოხდა, მაშინვე ახსენდება.

- ნაყინი გინდა?- უცებ კაილი არღვევს სიჩუმეს. იუნგი უემოციოდ უყურებს ალფას და თავს აქნევს,- ყავა? ან პიცა? იქნებ უზარმაზარი შოკოლადის ნამცხვარი? - ალფა არ ჩერდება. იუნგი ვერ ხვდება მარტო დარჩენის საშუალებას რატომ არ აძლევენ  და ალფის ყველა კითხვაზე თავს  უარის ნიშნად აქნევს.

- ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა. შეწყვიტე მისი გაღიზინება,- კაილი იუნგის უყურებს და ომეგას შეუძლია დაიფიცოს, რომ ამ ბუმბერაზი და საშიში ალფის თვალებში თანაგრძნობას ხედავს,- ცოტათი დამჯერი მაინც იყავი მასთან. იცი, რომ შეუძლია მოგკლას. ჩემი უფროსი ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანც ღირს რამის დამტკიცება. უბრალოდ არ ღირს. - კაილი გაჭირვებით უყურებს ომეგას.

ალფა მაშინვე ხვდება, რომ ეს უსუსური ბიჭი ნამდვილი შეშლილი და ცოტა „თვითმკვლელობისკენ" მიდრეკილია. როცა მანქანაში ისხდნენ და ვილაში მოჰყავდა, მაშინაც გაანალიზა, მაგრამ ზუსტად ახსოვს რომ ომეგა, რომელიც თავდაპირველად ამ ოთახში შემოვიდა, სულ სხვანაირი იყო. ხოლო ამ იუნგის, რომელიც ახლა სავარძელში ზის, შეუძლებელია რომ თანაგრძნობის გარეშე შეხედო. ალფა ნათლად ხედავს ნამჯუნის „ნამუშევრის" კვალს ომეგის სახესა და მაჯებზე. მაგრამ ყველაზე დიდი კვალი, რომელიც ნამჯუნმა დატოვა იუნგის თვალებშია. ისინი ცარიელი, გამოფიტულია და კაილი აანალიზებს, რომ იმაზე ფიქრიც კი აშინებს თუ რად შეიძლება იუნგი იქცეს მის თვალებში სინათლის ნაპერწკალი და მეამბოხის სული რომ არ დაბრუნდეს. ომეგა დალაგებას ასრულებს და ორივე სტუმარი ჯერ კიდევ უმოძრაოდ მყოფ იუნგის ტოვებს. ორიოდე წუთის შემდეგ საუზმე მოაქვთ, ომეგა ლანგარს მაგიდაზე დებს და ეკითხება, რამე წამალი ხომ არ სჭირდება. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ იქაურობას ტოვებს. იუნგი საჭმელს არ ეკარება, მაგრამ მწარედ იღიმის იმის დანახვისას, რომ ლანგარზე ყველაფერი პლასტმასისაა. ომეგა მთელ დღეს ოთახში დაბორიალობს და დროს ჭრილობების მოშუშებაში ატარებს. გვიან შუადღისას, კაილი ისევ შემოდის და პირობას დებს, რომ ოთახს მანამ არ დატოვებს, სანამ იუნგი არ ისადილებს. იუნგის არ ესმის ალფის შეცვლილი დამოკიდებულების, მაგრამ ის მაინც უხალისოდ, რიზოტოს მიირთმევს, მხოლოდ იმის გამო, რომ ალფამ თავი დაანებოს.

Monster in meWhere stories live. Discover now