Your clossiness

166 29 4
                                    

ჯონგუკი დილიდან თავს ცუდად გრძნობს. დენამდე კიდევ ერთი კვირაა დარჩენილი, მაგრამ სხეული და ძვლები აუტანლად სტკივა. თან გულიც ერევა. ჩონი დილით თითქმის არაფერს ჭამს და მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებს სვამს. ჯონგუკი მხოლოდ საღამოსკენ ხდება უკეთ. გონზე მოსვლის შემდეგ ჯონგუკი წყვეტს, კლუბში აღარ  წავიდეს, მაგრამ იმის დრო აღარ აქვს, რომ ერიკი გააფრთხილოს. ალფა ეზოში, მანქანაში მჯდარი, ორჯერ ურეკავს ომეგას და ეუბნება, რომ ელოდება. ჩონი ნაჩქარევად იკეთებს მაკიაჟს, დახეულ ჯინსებსა და თეთრ მაისურს იცვამს, მუქ წითელ ტყავის ქურთუკს იღებს და გასასვლელისკენ მიიწევს.

პასიფიკოს, როგორც ყოველთვის, ცარიელი მაგიდები არ აქვს. ოთახი გადაჭედილი და სიგარეტის კვამლშია გახვეული. ჯონგუკი ერიკს მიჰყვება, რომელიც ომეგას მკლავზე კიდებს ხელს და დაჯავშნილი მაგიდისკენ მიჰყავს. როგორც კი სხდებიან, ერიკი მრავალი სახეობის საჭმელსა და სასმელს უკვეთავს. ჯონგუკი საჭმელს ზედაც არ უყურებს, მხოლოდ მოჰიტოს უკვეთავს და წყვეტს მხოლოდ ერთი ჭიქით შემოიფარგლოს. ჯონგუკს ეშინია, რომ დილანდელი ტკივილები გაუმეორდება და წყვეტს არ გარისკოს. ჯონგუკი ამჩნევს როგორ ღრმად ისუნთქავს ერიკი მის სურნელს და თვალებით ჭამს. ომეგა ხვდება, რომ მისი სურნელი გამძაფრდა. ჯონგუკს ცხოვრებაში მხოლოდ რამდენჯერმე ჰქონდა საშინელი პერიოდი, მაგალითად, როდესაც მისი მშობლები განქორწიდნენ. და ახლა, როცა სიცხე ნელ - ნელა იმატებს. თუ თავის წინათგრძნობას დაუჯერებს, მაშინ დენა ხვალ ეწყება, მაგრამ ომეგა წყვეტს, რომ არ გარისკოს.  ერიკი ახლახანს გავიდა რამდენიმე წუთით, თეჰიონი კი მას ელოდება, რათა ბოდიში მოუხადოს და სახლში წავიდეს. ალფა რამდენიმე წუთის შემდეგ ბრუნდება და როცა ჯონგუკი სახლში წაყვანას ითხოვს, ერიკი მასთან კიდევ ნახევარი საათით დარჩენას სთხოვს და ჰპირდება, რომ თავად წაიყვანს სახლში. ჯონგუკი უხალისოდ აქნევს თავს და მოჰიტოს დალევას აგრძელებს. ერიკი მალე ოფიციანტს ეძახის და რაღაცას ეჩურჩულება ყურში, შემდეგ ალფა იდაყვში ჰკიდებს ხელს ჩონს და მეორე სართულის კიბეებისკენ მიჰყავს. ჯონგუკი ინტერესდება თუ სად მიდიან, ერიკი კი მისი მეგორების გაცნობას ჰპირდება. ჯონგუკს ისევ გულისრევის შეგრძნება აწუხებს. ხვდება, რომ ამაოდ ეძებდა შვებას მოჰიტოში, რადგან თავს უარესად გრძნობს. მეორე სართულზე ასვლისას, ჯონგუკი ერიკისგან ითავისუფლებს თავს და იმის თქმას აპირებს, რომ უნდა წავიდეს, თუმცა დერეფანში მათკენ მომავალ თეჰიონს ხედავს და ჩუმდება. ერიკი დაკვირვებით უყურებს ომეგას და მის მოქმედებას ელოდება. ჯონგუკი კი იმას აკეთებს, რასაც თავადაც არ მოელოდა საკუთარი თავისგან. ერიკს მკლავზე ეჭიდება და ვიაიიპ ოთახისკენ მიჰყავს, მაგრამ დამალვას მაინც ვერ ახერხებს. თეჰიონი მათ გვერდით ჩერდება და ერიკს მსუბუქად უქნევს თავს.

Monster in meWhere stories live. Discover now