Your Fears

158 22 7
                                    

იუნგი ძლივს იხსენებს, როგორ მივიდა სასახლეში. ერთადერთი, რაც ახსოვს, ის არის რომ ვილაში მიმავალნი საავადმყოფოში გაჩერდნენ. ომეგას თითს რენტგენი გადაუღეს, ტკივილგამაყუჩებლები გაუკეთეს და თითი თაბაშირში ჩაუსვეს. სასახლეში ომეგას კაილი ხვდება და საძინებელში მიჰყავს. იუნგი შხაპსაც კი არ იღებს, მძიმე ღამემ და ნერვულმა აშლილობამ სულ გამოფიტა. ტანსაცმლით ეცემა საწოლზე და ითიშება.

როდესაც იუნგი დილით იღვიძებს, პირველი, რასაც ამჩნევს, არის კაილი, რომელიც კუთხეში სკამზე ზის. ომეგა გაუნძრევლად წევს საწოლში რამდენიმე წუთის განმავლობაში და იმედოვნებს, რომ ყველაფერი, რაც გუშინ მოხდა, სიზმარი იყო. თუმცა ზუსტად რამდენიმე წამში, როცა თითზე თაბაშირს ამჩნევს, ხვდება რომ ეს სინამდვილე იყო. რეალობა ზვავივით ეცემა თავზე. იუნგი საწოლიდან ხტება, კედელზე დადებულ უზარმაზარ სარკესთან მიდის და ადგილზე იყინება. ნიშანი ადგილზეა. არ იცვლება, კანქვეშ არის აღბეჭდილი, გაშავებული, თხელი ხაზები კარგად ეტყობა და ზუსტად ეგ მიუთითებს იმაზე, რომ ის სხვას ეკუთვნის. იუნგიმ იცის, რომ თუ ნამჯუნს თავის ალფად მიიღებს, ნიშანი გაცილებით დიდი იქნება ზომაში. სასოწარკვეთილი იწყებს ნაკბენის წვალებას, ფრჩხილებით იკაწრავს, კანს სისხლის დენამდე იგლეჯს, იმედოვნებს, რომ ყველაფერს მთლიანად ამოიღებს და გააქრობს. თუმცა უშედეგოდ. ნიშანი ისევ ისეა, როგორც იყო.

- შეწყვიტე,- უახლოვდება კაილი და ომეგას ხელს აშვებინებს,- კმარა. ხომ იცი რომ არ შეგიძლიათ მისი მოშორება. არ იდარდო, გაქრება, როცა შენს ალფას შეხვდები.

თუმცა თავადვე ალფას არ სჯერა მისი ნათქვამის, მაგრამ ომეგა სასოწარკვეთილია და კაილის სწორედ ამიტომ ეშინია მისი.

-  შენ იცი... იცი, რომ არავის სურს მონიშნულ ომეგასთან ყოფნა,- იუნგის ხმა უწყდება, იატაკზე ჯდება და სარკეს ეყრდნობა,- ეს მისი თამაშის ნაწილია. შურისძიება. მან დამინგრია  ცხოვრება.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 20 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Monster in meWhere stories live. Discover now