Your needs

175 27 10
                                    

თეჰიონთან  ბოლო საუბარი ჯონგუკს მოსვენების საშუალებას არ აძლევს. ის ფაქტი, რომ ამ კონკრეტულ ალფასთან ნებისმიერი, თუნდაც მეორე შეხვედრა, უკვე თავდაყირა აყენებს ჯონგუკის მთელ სამყაროს, მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. მაგრამ თეჰიონის სიტყვები იუნგისთან დაკავშირებით და ზუსტად იმის ცოდნა, თუ სად არის მისი მეგობარი, ცოტათი ამშვიდებს კიდეც. ჯონგუკი ყოველ ღამე მიდის პაციფიკოში, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში, მაგრამ კლუბში არ შედის. ომეგა ორი ან სამი საათი ელოდება, რომ ალფა გამოჩნდება, მაგრამ უშედეგოდ. თეჰიონი არ ჩანს. ჯონგუკი კი გაბრაზებულია საკუთარ თავზე, რომ არანაირი საშუალება არ აქვს, რათა თავხედ ალფას დაუკავშირდეს, არც მისი მისამართი და ნომერი ხომ მითუმეტეს, ამიტომ საღამოების გატარებას ავტოსადგომზე აგრძელებს. თუმცა მოულოდნელად, შაბათ საღამოს ბედის სწყალობს. დანარჩენი საღამოების მსგავსად, ჩონი სევდიანად მიუყვება გზას კლუბისკენ, როდესაც ამჩნევს ორ ჯიპს, რომელიც უკანა კარს უახლოვდება, ერთ-ერთი მათგანი ომეგასთვის ძალიან ნაცნობია. ჯონგუკი ყველაფერს ფეხებზე იკიდებს და მანქანებისკენ გარბის, მაგრამ თეჰიონისგან, რომელიც სწორედ ახლახანს გადმოვიდა მანქანიდან, ზუსტად ხუთი ნაბიჯის მოშორებით ჩერდება, რადგან იარაღს უმიზნებენ. 

- იარაღი დაუშვით, ყველაფერი კარგადაა,- ეუბნება ალფა თავის დაცვას და თვითონ უახლოვდება ომეგას,- ძალიან ლამაზი, მაგრამ ძალიან სულელი ომეგა ხარ. აღარასოდეს მოხვიდე ჩემთან ასე გაუფრთხილებლად. შეიძლება შენთვის ესროლათ. - უღიმის თეჰიონი ჯონგუკს.

- უნდა დაგელაპარაკო, - სირბილის გამო ჯონგუკი სუნთქვის დარეგულირებას ცდილობს - ვერანაირად მოვახერხე დაკავშირება, ამიტომ აქ გელოდებოდი.

- მომეცი შენი ტელეფონი,- ხელს უწვდის თეჰიონი და ომეგა ჩუმად უდებს ტელეფონს ხელისგულზე. თეჰიონი თავის ნომერს კრეფს და თვითონვე ურეკავს,- ახლა ჩემი ნომერი გაქვს. - უკან უწვდის მობილურს ომეგას.

Monster in meWhere stories live. Discover now