Your secret place

201 26 24
                                    

შიში არ აძლევს საშუალებას დეჯუნს რომ გაიხაროს. დღეს პრეზიდენტმა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით, ხელი მოაწერა დიდი ხნის ნანატრ დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ნარკოტიკებით ვაჭრობის მნიშვნელოვნად შემცირებას. ხელმოწერის ცერემონია დიდი ხანია დასრულდა. დეჯუნი მარტო ზის თავის კაბინეტში და არ პასუხობს არცერთ ზარს, საიდანაც მოლოცვები უწყვეტი ნაკადით მოდის. დეჯუნი, როგორც შეეფერება ქვეყნის პრეზიდენტს, ყველაფრის სათავეში თავის ხალხს აყენებს, მაგრამ მაინც არ არის კმაყოფილი და საერთოდ ვერ გრძნობს, თუნდაც მინიმალურ სიხარულს, მიუხედავად იმისა, რომ მან საბოლოოდ მიაღწია იმას, რისკენაც ბოლო ათი წლის განმავლობაში იბრძოდა. დეჯუნი საერთოდაც არ გრძნობს თავს კარგად. ის მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ რა ნაბიჯს გადადგამს ნამჯუნი მომავალში და როგორ დააღწევს მას თავს. დეჯუნს ფიქრსა და შინაგან მესთან ბრძოლას ფარული ნომრიდან შემოსული ზარი აწყვეტინებს. პრეზიდენტმა ზარზე პასუხის გაუცემლად იცის თუ ვინ ურეკავს.

- გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო. წარმატებას მიაღწიეთ, - ჩაიცინა კიმმა ტელეფონის მეორე მხარეს.

- მეეჭვება მხოლოდ მოსალოცად მირეკავდე,- ცივად პასუხობს მას დეჯუნი.

- მართალი ხარ, თუმცა გპირდები, პირადადაც მოგილოცავ. ამასობაში კი, ისიამოვნე იმ მშვიდი დღეებით რაც დაგრჩენია,- კიმი იღიმის და ზარს წყვეტს.

დეჯუნი ტელეფონს გვერდით ისვრის, სავარძელს ეყრდნობა და თვალებს ხუჭავს. შიში თავისი საზიზღარი საცეცებით ყელზე ეხვევა და ახრჩობს. დეჯუნი თავს ისე გრძნობს თითქოს იხრჩობა და ჰალსტუხს იხსნის. პრეზიდენტი მდივანს სთხოვს, რომ დაცვის უფროსი გამოიძახოს და ამდენი წლის განმავლობაში პირველად აძლევს საკუთარ თავს ნებას რომ სამუშაო ადგილას ორმოცდაათი გრამი კონიაკი დალიოს.

Monster in meWhere stories live. Discover now