Your ugliness

210 30 9
                                    

იუნგი მერსედესის უკანა სავარძელზე ზის და არც კი უყურებს ღამით ქალაქის განათებას. სავარძელს მიშტერებული ომეგა მთლიანად იძირება საკუთარ თავში. მძღოლის გარდა, მას თან ახლავს ერთ-ერთი ალფა, რომელიც სახლს იცავს. იუნგი ვერ ხვდება კაილი რატომ არ არის მასთან, ამოუცნობის მოლოდინში ყოფნა ასეთი საშინელი მაინც არ იქნებოდა. საღამოს ათ საათზე მანქანები დედაქალაქში შედიან. კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში მგზავრობენ და საბოლოოდ ცნობილი პასიფიკოს წინ ჩერდებიან, რომლის მონახულებაც ომეგამ მხოლოდ ერთხელ მოახერხა. კლუბის პარკინგი სავსეა ძვირადღირებული მანქანებით. ალფა მოთმინებით იცდის, სანამ ომეგა მანქანიდან გადმოვა და უბრძანებს, რომ უკან გაჰყვეს. იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ ამოწმებენ და ზოგადად, იმ ხალხიდან გამომდინარე ვინც მათ გზად ხვდებათ, იუნგი აცნობიერებს, რომ კლუბი კერძო წვეულებისთვისაა დაკეტილი. ომეგის იმედი, რომ ჯონგუკს შეხვდება, მანამდე კვდება სანამ რამის გაფიქრებას მოასწრებს. იუნგი მორჩილად მიჰყვება ალფას ზევით. ადრე იუნგის მეორე სართულზე ფეხი არც კი დაუდგამს, რადგან მხოლოდ კლუბის პლატინის ბარათით იყო დაშვებული ზედა სართულზე ასვლა, იუნგი კი ვერასდროს ხედავდა ამის საჭიროებას. კლუბის ბოლო სართული ღიაა. უზარმაზარი პლატფორმა, რომლის შუაშიც დიდი აუზია, გაფორმებული მრგვალი მაგიდებით, რომლებთანაც მოკაზმული სტუმრები დგანან და სიამოვნებით წრუპავენ ძვირადღირებულ სასმელებს. დიჯეი სასიამოვნო, მშვიდ მუსიკას უკრავს. სტუმრებს შორის ბევრი ალფა და ომეგაა, რომლებიც მშვენივრად არიან გამოწყობილნი და მიუხედავად იმისა, რომ იუნგი ადრე მიჩვეული იყო ქალაქის საუკეთესო წვეულებებზე სიარულს და მსგავსად ცხოვრებას, ახლა თავს მშვიდად სულაც არ გრძნობს. თვალებით ინსტიქტურად ეძებს ნამჯუნს, თუმცა ალფას ვერ პოულობს და შვებით ისუნთქავს ჰაერს.

- ჩვენ იქით მივდივართ,- ისმის ხმა ომეგის ყურთან და იუნგი ისევ თავდახრილი მიჰყვება ალფას. ისინი აუზს გვერდს უვლიან, დიჯეის დახლს სცილდებიან და დახურულ მინის ეზოში შედიან.

Monster in meWhere stories live. Discover now